www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:27 24.01.2017
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, გია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემით „თავი არ შეირცხვინოს“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტ პოროშენკოს მოუწოდებს, ქართველი ოფიცრის რუსეთისთვის გადაცემით თავი არ შეირცხვინოს.

მიხეილ სააკაშვილი გიორგი ცერცვაძის საქმეს სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი გმირულად იბრძოდა რუსი აგრესორების წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. 

„გია ბევრ საიდუმლო ოპერაციაში მონაწილეობდა დონბასში, მოგვიანებით კი უკრაინული სპეცრაზმის ინსტრუქტორი გახდა. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან არ უყვარს უკრაინისთვის მებრძოლი სამხედროები, ბევრ მათგანზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთს ცერცვაძის პირადი მონაცემები გადასცეს, რამაც რუსებს საშუალება მისცა, ის დაედანაშაულებინათ ფაბრიკაციულ საქმეში და ძებნა გამოეცხადებინათ. ეს მოსკოვის მხრიდან ჩვეულებრივი პრაქტიკაა და მას კარგად იცნობენ უკრაინაში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

სააკაშვილის თქმით, ის ასევე გაოცებულია, რომ მოსკოვის მოთხოვნის საფუძველზე ცერცვაძე უკრაინელმა პოლიციელებმა დააკავეს და მისი ექსტრადიციის საკითხს განიხილავენ. მისი თქმით, საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ცერცვაძეს გაათავისუფლებენ, თუ ის მიიტანს ცნობას, რომ ნამდვილად მონაწილეობდა АТО-ს ოპერაციებში, თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახური, ოპერაციის საიდუმლოებაზე დაყრდნობით, უარს ამბობს აღნიშნული ცნობის გაცემაზე.

„მინდა მივმართო უკრაინის ხელისუფლებას - თავი არ შეირცხვინოთ! განა ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, რომ ის მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, საკმარისი მიზეზი არაა, რომ არ გადასცეთ ის მტერს, სადაც სასიკვდილო საფრთხის წინაშე დადგება. დღეს ასე ექცევიან ქართველ გმირებს, ხვალ კი უკრაინის ხელისუფლება ასევე მოექცევა უკრაინის გმირებს. თუ ქვეყანას არ შეუძლია დაიცვას მისი დამცველები, ვინ დაიცავს მას ბოლომდე?“ - წერს სააკაშვილი.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაერიოს აღნიშნულ საკითხში და ხელისუფლებას დიდი სირცხვილი აარიდოს. 

სააკაშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევა ცოტა ხნის წინ ლიტვაშიც დაფიქსირდა, თუმცა ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან მისი ზარის შემდეგ დაკავებული ოფიცერი მალევე გაუშვეს. მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს მოუწოდებს, ლიტვის ხელისუფლებას მიბაძოს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9607
EUR3.2855
GBP3.6878
RUB4.6066
თბილისი 13°-25°
ქუთაისი 14°-22°
ბათუმი 18°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia