www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:21 30.01.2017
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძარზე შეტყობინება დაგვიანებული იყო"
ხანძარზე რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული, როგორც ჩანს, დაგვიანებული იყო შეტყობინება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ განუცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ „ბავშვთა სამყაროსთან“ მივიდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეტყობინება ხანძრის შესახებ 112-ზე შევიდა 04.10 საათზე, რის შემდეგაც 5-6 წუთში მოხდა ადგილზე მეხანძრე-მაშველების მისვლა. 

ამასთან, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზი, მერაბ მალანიას თქმით, გამოძიება დაადგენს. 

„გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ადრეა საუბარი. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შეტყობინება 04.10 საათზე შემოვიდა. 5-6 წუთში ადგილზე იყვნენ 31 მანქანა და 200 კაცამდე მეხანძრე-მაშველი. რაც შეეხება რეაგირების დაგვიანებას, რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული. დაგვიანებული იყო შეტყობინება. როგორც ჩანს, გვიან შეამჩნიეს ხანძარი. კერა, როგორც ჩანს, არ არის შენობაში. ეს არის ბაზრის ტერიტორიაზე“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ.

მისივე თქმით, შსს გააკეთებს მაქსიმუმს, რათა გამოძიება დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად და დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.

”ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. შსს გააკეთებს მაქსიმუმს, რომ გამოძიება დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად და დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გამოძიების მსვლელობისას, ბუნებრივია, ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება შემთხვევის ადგილი. გამოძიება შეისწავლის და აღრიცხავს ყველა დეტალს, დაადგენს ასევე ზარალის ზუსტ ოდენობას და კონკრეტულ დაზარალებულებს”, - განაცხადა მალანიამ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2020
აპრილი 2020
აპრილი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD3.1576
EUR3.4134
GBP3.8782
RUB4.1072
თბილისი 5°-16°
ქუთაისი 8°-16°
ბათუმი 9°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia