www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:32 01.02.2017
ცელოფნის ქვეშ გატარებული ზამთარი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბენეფიციარის ინგა ბოგდანოვას მძიმე ისტორიას გაგაცნობთ.

ინგა დაბადებიდან ცერებრალური დამბლით იტანჯება. მშობლებისა და დის გარდაცვალების შემდეგ, ის მარტოდ–მარტო დარჩა, ბინის და საარსებო წყაროს გარეშე, სრულიად უსუსური ცხოვრების წინაშე.

ამჟამად ის ცივ და ნესტიან ბეტონის უფანჯრებო ავტოფარეხში ცხოვრობს. სახურავი ჟონავს და წვიმის წყალმა რომ არ დაასველოს, ინგას ცელოფანი აფარია. ზაფხულში აქ აუტანლად ცხელა, ზამთარში კი გაუსაძლისად ცივა.

ინგას არაფერი გააჩნია. საბანი და ბალიში მეზობლებმა აჩუქეს, იგი მთელი დღე დამტვრეულ საწოლზე წევს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს ჩაინგრეს.

მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, ინგა დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. საწოლიდან წამოსადგომად, წყლის დასალევად ან საპირფარეშოში გასასვლელად, მას მეზობლების ან  ფონდის ექთნების ლოდინი უწევს, რომლებსაც მისთვის საკვები და წამლები მიაქვთ, უცვლიან საფენებს და უტარებენ ჰიგიენურ პროცედურებს.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში ასეთ მდგომარეობაში  600 მარტოხელა და საწოლს მიჯაჭვული ადამიანია და ზოგიერთის მდგომარეობა ინგა ბოგდანოვას მდგომარეობაზე უფრო მძიმეა. ფონდის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

ამჟამად ინგას ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები, ასევე ახალი საწოლი და თეთრეული.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ამ ქალბატონს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ინგა ბოგდანოვა) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/175/

ინგა თვითონ ვერ გადაგიხდით მადლობას, რადგან მან ლაპარაკი არ იცის. მაგრამ გვერწმუნეთ, ნებისმიერი სახის დახმარების მიღება მას ძალიან გაახარებს და ცხოვრებას შეუმსუბუქებს!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
იანვარი 2020
იანვარი 2020
იანვარი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.8944
EUR3.1914
GBP3.7893
RUB4.6313
თბილისი 0°-9°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 9°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia