www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:00 03.02.2017
"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის სახელმწიფოს მოკავშირე მოსამართლეების წინააღმდეგ"

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 

ნიკა გვარამიას კითხვები აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რატომ არ მოიქცა ისე, როგორც მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროება.

„გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რატომ არ მოიქცა ის ისე როგორც მიქცა მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ეს კითხვა რიტორიკულია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე, იგი არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ.

მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მოსამართლეებზე დაწყო უმძიმესი  ზეწოლა, რომ მათ ან გაეტანათ განცხადება ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი სუბიექტები. დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე. ან ის ადამიანები რომლებიც ვითომდა აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ეს არის სრულიად გაუგონარი  ქმედება როგორც უზენაესი სასამართლოს თამჯდომარის ისევე პროკურატურის მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ ყველაფერში იღებდნენ მონაწილეობას, დაკარგეს როგორც მორალური, ასევე  ასევე პროფესიული უფლება, რომ დაიკავონ უმაღლესი თანამდებობი სახელმწიფო სისტემაში,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მთავარ პროკურატურაში ე.წ. მოსამართლეების საქმეზე გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. როგორც უწყებაში განმარტეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის განცხადებით და სასამართლოს მომართვის საფუძველზე, გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, ამ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტებზე დაიწყო. 

ვის ადანაშაულებენ მოსამართლეები წეზოლაში, ეს ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა შეისწავლის მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის მიმოწერის ავთენტურობას, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს და სადაც ნახსენები არიან პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9661
EUR3.2965
GBP3.8186
RUB4.6397
თბილისი 8°-19°
ქუთაისი 10°-25°
ბათუმი 13°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia