www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:11 07.02.2017
"თუ დავრწმუნდებით, რომ თანამშრომლების გაშვება არის კარგი გამოსავალი, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას"
წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით გვექნება დისკუსია და განსჯა. თუ დავრწმუნდებით. რომ თანამშრომლების გაშვება არის ყველაზე კარგი გამოსავალი, მძიმე მაგრამ კარგი, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, ხოლო თუ დავრწმუნდებით, რომ ეს არის მცდარი გამოსავალი, მაშინ არ მივიღებთ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც გრიგოლ გოგელიამ განმარტა, დღეს არის ჩანიშნული სამეურვეო საბჭოს სამუშაო შეხვედრა, სადაც საბჭოს წევრები დასახავენ მომავალ სამოქმედო გეგმას, ასევე მოხდება დაინტერსებული მხარეების შეხვედრების ჩანიშვნა.

„სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საუბარი იქნება წარმოდგენილ სამუშაო გეგმაზე. ჩვენ დავიგეგმებით ჩვენს მიერ გაცხადებული მოქმედებები თუ როგორ შესრულდეს, ვის შევხდეთ, რა იყოს დღის წესრიგი და როგორ წარვმართოთ შეხვედრები. არის სხვადასხვა კითხვები და ამაზე ჩამოვყალიბდებით ერთობლივად და ცალ-ცალკე დავუსვამთ კითხვებს, როდესაც გვექნება ოფიციალური ღია სხდომა გენერალურ დირექტორთან. სხდომა სავარაუდოდ მიმდინარე კვირას ჩაინიშნება. ჩვენ შეხვედრები უნდა გავმართოთ ძირითადად სამ დაინტერესებულ მხარესთან - ეს არის თანამშრომლები, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები. სწორედ ამის გამო ვიკრიბებით დღეს, რომ დავგეგმოთ ეს შეხვედრები“, - განაცხადა გოგელიამ. 

რაც შეეხება თანამშრომლების შემცირებაზე დასმულ შეკითხვას, გრიგოლ გოგელიას თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დაზუსტებით ჯერ ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს. 

„1 200 თანამშრომლით შევმცირდებით თუ დავიმატებთ 2 000 კაცს, ამაზე ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით დისკუსია გავხსენით და განსჯაა საჭირო. თუ დავრწმუნდებით, რომ ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, კარგი მაგრამ მძიმე, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, ხოლო თუ დავრწმუნდებით, რომ ეს არის მცდარი გამოსავალი, მაშინ არ მივიღებთ“, - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ. 

საზოგადოებრივ მაუწყებელში სამერუვეო საბჭოს სხდომა არის ჩანიშნული. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7424
EUR3.063
GBP3.4979
RUB4.2434
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-22°
ბათუმი 16°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia