www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:01 16.02.2017
"საგამოძიებო ორგანოებს მცდელობა აქვთ, რომ ახალი ბრალი წამიყენონ "
ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის თქმით საგამოძიებო ორგანოებს მცდელობა აქვთ, რომ ახალი საქმე წამოიწყოს და მას ახალი ბრალი წაუყენონ. გვარამიას თქმით პროკურატურას ჩანაწერის შინაარსობრივი განხილვის გარდა არანაირი სხვა გამოძიება არ უწარმოებია, მათ შორის არც ამ ჩანაწერის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით. როგორც ნიკა გვარმია აცხადებს ამ ჩანაწერის შინაარსში არანაირი დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება. გვარამიას თქმით შესაძლებელია აღნიშნული ჩანაწერის ექსპერტიზა საზღვარგარეთ ჩატარდეს, რადგან საქართველოს ექსპერტიზის უწყებების მიმართ მას ნდობა დაკარგული აქვს:

„გამოძიება ცდილობდა შინაარსის გარკვევას, რა და რატომ ვისაუბრე. მათ ავიწყდებათ რომ ეს გამოძიება არ მიმდინაროებს ქრთამის აღების ან სხვა რაიმე ფაქტზე, არამედ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაზე. გამოძიება გამოწვლილვით ცდილობს ქრთამის საკითხის გამოკვლევას. ექსპერტიზა არის გაყალბებული. ისინი ცდილობდნენ, რომ მე უნდა გამემხილა წყარო ანუ მესამე პირი, მათი ეს კითხვა დარჩა უპასუხოდ“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გამოკითხვის დაწყებამდე გვარამიამ განაცხადა, რომ მისი და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი დიდი ხნის წინ არის წაშლილი, რადგან მისი შენახვის აუცილებლობა არ არსებობდა.

გვარამია ჩვენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე აძლევდა.

ნიკა გვარამიას დაკითხვა სასამართლოში, მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც, შს სამინსიტროს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაკითხვაზე დაბარებული, უარი განაცხადა ჩვენება შსს-თვის მიეცა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. იმავე დღეს შს სამინისტრომ სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის შუამდგომლობით მიმართა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2699
GBP3.6874
RUB4.6206
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 15°-22°
ბათუმი 18°-22°
მთავარი