www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:32 27.02.2017
ლეონიდ ჩერნოვეცკი: „არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ ერთ საშინელ დღეს ძველი კედლები არ ჩამოინგრევა და გამოუსწორებელ ტრაგედიას არ გამოიწვევს!“

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ  ყურადღება  სოციალურად დაუცველი პირების გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე გაამახვილა:   “მეგობრებო, არასდროს დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც სოციალურად დაუცველი პირების სტატუსი აქვთ მინიჭებული? მათი უმრავლესობა ცხოვრობს, უფრო ზუსტად კი, არსებობს ნახევრად დანგრეულ შენობებში, რომლებსაც ძალიან რთულია „სახლი“ და „ბინა“ ვუწოდოთ.

გახვრეტილი სახურავები, უზარმაზარი ნაპრალებით დაფარული კედლები, შუშების ნაცვლად, მუყაოჩასმული ფანჯრები, უვარგისი ელ. გაყვანილობა, გაფუჭებული ონკანები... არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ ერთ საშინელ დღეს ძველი კედლები და ჭერი არ ჩამოინგრევა და გამოუსწორებელ ტრაგედიას არ გამოიწვევს! 

ამ საცოდავ ადამიანებს კი, უბრალოდ, არ აქვთ იმის არანაირი შესაძლებლობა, რომ თავიანთი საცხოვრებლები გაარემონტონ!

ბევრი მათგანის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ სრულიად უსუსურნი არიან: მარტოხელა მოხუცები, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება საქართველოს კეთილდღეობისთვის იშრომეს, ლოგინად ჩავარდნილი, მძიმედ დაავადებული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც პატარებს მამის გარეშე ზრდიან!

მიმაჩნია, რომ თუ სახელმწიფომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი მიანიჭა, ვალდებულია, მათ ამ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაშიც დაეხმაროს!

მოვუწოდებ მუნიციპალურ სამსახურებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება ასეთ შენობებში, რათა ამ უბედურმა ხალხმა შეძლოს ადამიანურ პირობებში იცხოვროს!” – წერს ჩერნოვეცკი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9568
EUR3.2566
GBP3.801
RUB4.5941
თბილისი 4°-13°
ქუთაისი 11°-23°
ბათუმი 12°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia