www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:26 27.02.2017
უბედურებით განადგურებულ დედას მეორე შვილის დაკარგვის ეშინია!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდს მწუხარებისგან განადგურებულმა ქალბატონმა – ლელა სამაკაშვილმა დასახმარებლად მიმართა. ძნელია სიტყვებით გადმოგცეთ მისი ოჯახის ტრაგედია!

ქალბატონი ლელა და მისი მეუღლე ბატონი თეიმურაზი ჭიათურიდან არიან, ერთად მუშაობდნენ ფაბრიკაში, ერთმანეთი შეუყვარდათ და ოჯახიც შექმნეს. ერთი წლის შემდეგ ლაშა შეეძინათ. დაბადებისას ბავშვმა ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება მიიღო. მის სამკურნალოდ, ოჯახმა ყველაფერი გაყიდა რაც კი ებადა. რეაბილიტაციამ შედეგი გამოიღო და ლაშას მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ცოტა ხანში მეორე შვილი შეეძინათ. მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ გიორგის ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს...

ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ორი შვილის მოვლა, მშობლებისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მათ სამსახურისთვის თავის დანებებაც კი მოუხდათ. ისინი თავს არ ზოგავდნენ, რომ ბიჭებს გამოჯანმრთელებაში დახმარებოდნენ. მაგრამ 2010 წელს ბედმა მათ მორიგი განსაცდელო მოუვლინა. ფილტვის ინფარქტით მათი უფროსი ვაჟი გარდაიცვალა... ეს უდიდესი დარტყმა იყო მშობლებისთვის!

ერთადერთი, რაც მათ ძალების დაკარგვის უფლებას არ აძლევს, ეს უმცროსი ვაჟი – გიორგია. მშობლების გარდა მას არავინ ჰყავს, სხვა ვერავინ იზრუნებს მასზე!

გიორგი 27 წლისაა, ის სრულიად უმწეოა, მარტო ვერაფერს აკეთებს. ვერ დადის, ვერ საუბრობს, დამოუკიდებლად ვერც კი ჭამს... მაგრამ მშობლებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ გიორგის ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია. ის ოთახში დაცოცავს და როდესაც ადგომა უნდა, ძირს ეცემა. ამის გამო ერთხელ  ფეხი მოიტეხა. მშობლები მას ერთი წამითაც ვერ ტოვებენ უყურადღებოდ. ისინი მუდმივად მის გვერდით არიან. მათთვის განსაკუთრებით ძნელია გიორგის აწევა და ეტლში ჩასმა. გიორგი საკმაოდ დიდი წონა აქვს, ამიტომ ხანდაზმული მშობლებისთვის მუდმივად მისი წამოწევაც კი სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება. მათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ. მამას კუჭი დაუზიანდა დედას კი ხერხემალი... ლელა და თეიმურაზი შიშით ელიან დღეს, როდესაც თვითონ ვეღარ შეძლებენ გადაადგილებას და მათი უმწეო შვილი მომვლელის გარეშე დარჩება.

ლელა ყოველ დღე ტირის, არ იცის რა გააკეთოს, ვის მიმართოს დასახმარებლად... ექიმების რჩევით გიორგის მოვლას, სპეციალური მოწყობილობა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ამწე, უფრო გააადვილებს. მის შესაძენად კი მშობლებს არანაირი საშუალება არ აქვთ. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი გიორგის პენსიაა, რომელიც წამლების და საკვების საყიდლად არ არის საკმარისი. ეკონომიის მიზნით ისინი გათბობასაც არ რთავენ, ამიტომ სახლში ისევე ცივა, როგორც გარეთ.

ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას სამაკაშვილების ოჯახისთვის შშმ პირების ასაწევი სპეციალური მოწყობილობის შესაძენად.

წუთით მაინც წარმოიდგინეთ, როგორ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან გიორგი და მისი მშობლები და დახმარების ხელი გაუწოდეთ მათ.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სამაკაშვილი გიორგი) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან  www.chernovetskyifund.ge/ge/projects/179-samakashvili/

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD3.0743
EUR3.6138
GBP4.0061
RUB4.1709
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 21°-26°
ბათუმი 21°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia