www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:17 07.03.2017
აშშ-ს საელჩო - შეერთებული შტატების მოწოდებაა, გაიხსნას აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან არსებული გამშვები პუნქტები
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტის დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მცხოვრებლების საარსებო წყაროს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საელჩოში აცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით დახუროს საქართველოში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტი. 

”მსგავსი ქმედებები იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ სირთულეებს და ხალხს უქრობს ნდობასა და თავდაჯერებულობას. ამასთანავე, ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს - აღიარებულ მექანიზმს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებსა და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე მოლაპარაკების საწარმოებლად. 

შეერთებული შტატების მოწოდებაა, კვლავ გაიხსნას აღნიშნული გამშვები პუნქტები, რათა საშუალება მიეცეთ ბავშვებს, იარონ სკოლაში და მოსახლეობამ შეძლოს თავისუფლად გადაადგილება, ვაჭრობა, ნათესავების მონახულება და საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება. 

შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი 1°-11°
ქუთაისი 4°-19°
ბათუმი 11°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia