www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:46 13.03.2017
ირაკლი კობახიძე - შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს „სხვა კონსტიტუციით“, ეს მე არ ვიცი
ჩვენი დღის წესრიგი რაციონალური და ლოგიკურია, განსახვავებით იმ დღის წესრიგისგან, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გვთავაზობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ დაწყებული კამპანიის „კონსტიტუცია ყველასიას“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კონსტიტუციის შემუშავებასთან დაკავშირებული დღის წესრიგის თანახმად, დოკუმენტი ჯერ უნდა მომზადდეს კომისიის ფორმატში, კერძოდ, 73 ადამიანი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაშია, შეიმუშავებს კონსტიტუციის პროექტს და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო-სახალხო განხილვა. 

„ამას ითხოვს საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და ეს არ არის მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვა. ეს არის ელემენტარული ლოგიკური მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. მხოლოდ მას შემდეგ აქვს აზრი კონსტიტუციურ ინიციატივებთან დაკავშირებით მსჯელობას, რაც მომზადდება რაიმე ტიპის დოკუმენტი, რომლითაც გათვალისწინებულია ცვლილებები ქვეყნის ძირითად კანონში. აქედან გამომდინარე, ჩვენი დღის წესრიგი არის რაციონალური, ლოგიკური, განსახვავებით იმ დღის წესრიგისგან, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, მე ერთხელ კიდევ მინდა მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩაერთოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ჩართოს თავისი წარმომადგენლები ამ კომისიის მუშაობაში, ეს იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მომზადდეს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი. დახვეწილი დოკუმენტი ისედაც მომზადდება, ძალიან ქმედითია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და მისი მუშაობა ძალიან ეფექტურად წარიმართება, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან გვინდა, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენთვის გაუგებარია მისი მხრიდან ბოიკოტის მიზეზი“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის არგუმენტს, რომ მანდატის თანახმად მოქმედებს, რომელიც ხალხის მიერ აქვს მინიჭებიული და ამ პროცესში საზოგადოების ჩართვა სურს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას არ აქვს ეს მანდატი მინიჭებული.

„საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება ის, თუ როგორ უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია, ამ ნორმების თანახმად, კონსტიტუციისა და კანომდებლობის მოთხოვნების თანახმად, ჯერ უნდა შემუშავდეს კონსტიტუციური კანონპროექტი. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო-სახალხო განხილვა. კანონმდებლობის თანახმად, ამ განხილვის ორგანიზატორი და ინიციატორი, არის საქართველოს პარლამენტი. ეს წერია კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობაში. შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სხვა კონსტიტუციითა და კანომდებლობით. ეს მე არ ვიცი“, - განაცხადა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-33°
ქუთაისი 21°-31°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia