www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:00 14.03.2017
"სპეცოპერაციის დაგეგმვაში უშუალოდ იყო ჩართული სუს-ის უფროსის მოადგილე, მასთან დაპირისპირება მქონდა"
გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, აცხადებს, რომ მისი შვილის დაკავების პროცესში სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ნივთმტკიცებულებების გაყალბებას.

ელისო კილაძის თქმით, მომხდარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა.

„ის არის სუფთა, ნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ არ იმყოფება, დამატებით გადატანილია ეს ნიმუშები დალუქულ მდგომარეობაში, ექსპერტიზაზე. ორი პაკეტი არ ვიცით ჩვენ ჯერჯერობით რა არის, გაურკვეველი ფხვნილია და ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რატომ დაიწყო 260-ე მუხლით გამოძიება. არ მომხდარა მისი არც საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, ისევე როგორც არ მომხდარა მისი ავტომობილის ჩხრეკა, რომლითაც ის გადაადგილდებოდა.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ სპეცოპერაციის დაგეგმვაში უშუალოდ იყო ჩართული სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან დიდი ხნის დაპირისპირება.

ვიცი იმ ორი ინფორმატორის ვინაობა, სახელებით და გვარებით, ფოტოები მაქვს მათი და სახეებზე. თვითმხილველებმა მითხრეს, რომ მთელი დღის განმავლობაში დილიდან იქ იყო პოლიცია მობილიზებული, მე ვიცი ვისთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს შვილს, ერთი მათგანი დაკავებული იყო სწორედ ნარკოტიკებზე, საკმაოდ დიდი ოდენობით ნარკოტიკზე და ის გაათავისუფლეს ორი კვირის წინ,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9275
EUR3.2445
GBP3.5385
RUB4.3846
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 18°-34°
ბათუმი 23°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia