www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:15 22.03.2017
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო ლე რუ გადადგა, - იუწყება Le Figaro. გუშინ საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე წინასწარი გამოძიება დაიწყო იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო ლე რუმ პარლამენტარობის დროს თავისი შვილები თანაშემწეებად დაასაქმა. 

ცნობილი გახდა, რომ ბრუნო ლე რუს ორი შვილი, 15 და 16 წლის ასაკში, პარლამენტში მის თანაშემწეებად დაინიშნა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი შვილები მასთან „ზაფხულში ან არდადეგების დროს მუშაობდნენ, მაგრამ არა სრულ განაკვეთზე“. 

მიუხედავად ამისა, ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბრუნო ლე რუს შვილებმა საერთო ჯამში 55 ათასი ევრო გამოიმუშავეს ხელფასის სახით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევის გამო „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატს ფრანსუა ფიიონს ბრალი დასდეს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში, როდესაც გაირკვა, რომ მას საპარლამენტო თანაშემწედ თავისი მეუღლე ფიქტიურად ჰყავდა გაფორმებული, რაშიც წლების განმავლობაში ანაზღაურების სახით 800 ათასი ევრო მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 21°-30°
ბათუმი 23°-26°
მთავარი