არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას
პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ვეტო დაადო ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან, ჩვენს შესაძლებლობებს, რომ გავუმკლავდეთ ტერორიზმის რისკებს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ფარულ მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს შეესაბამება, ამიტომ პრეზიდენტის ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული.