www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:14 22.03.2017
ლეონიდ ჩერნოვეცკი: „პალიატიურ პროგრამაში გვხდება დანაშაულის ელემენტების შემცველი პარადოქსი...“

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ  საქართველოში მოქმედ პალიატიურ პროგრამაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა:  „მეგობრებო, დღეს მსურს ყურადღება ჩვენს ჯანდაცვაში არსებულ მეტად მწვავე პრობლემაზე გავამახვილო, რომელიც ყოველგვარ ადამიანობასა და მორალს არის მოკლებული.

ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ საქართველოში სახელმწიფო პალიატიური პროგრამა მოქმედებს - ეს გახლავთ პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანთა დახმარებას. პალიატიური მოვლის ამოცანაა სასიკვდილოდ განწირული მოქალაქეებისთვის ტანჯვის შემსუბუქება, დაავადების სიმპტომების შემცირებაზე ზრუნვა, რომელიც მათი ცხოვრების უკანასკნელ თვეებში იჩენს ხოლმე თავს...

პალიატიურ პროგრამაში გვხდება დანაშაულის ელემენტების მქონე პარადოქსი, ამ პროგრამას მოქმედების ვადა აქვს - 6 თვე და არცერთი დღით მეტი! ესე იგი, თუ ადამიანი ამ პერიოდის განმავლობაში არ გარდაიცვლება, სახელმწიფო მას დაფინანსებას უჩერებს! მისი მომდევნო მკურნალობის ხარჯები კი ოჯახმა დამოუკიდებლად უნდა გადაიხადოს! ძალიან საინტერესოა, იფიქრეს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებმა, რომლებმაც ეს პროგრამა შეიმუშავეს, სიკვდილის პირას მყოფ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა მოხუცებზე, რომლებსაც თავიანთი მიზერული პენსიით ხშირად საკვების შეძენაც კი არ შეუძლიათ, საუბარიც კი ზედმეტია მედდისა ან ექიმის ვიზიტის ხარჯების დაფარვაზე! 

ასევე, განცვიფრებას იწვევს ის, რომ პალიატიური პროგრამის პაციენტებს ეკუთვნით მედდის 2 უფასო ვიზიტი კვირაში! ხოლო თუ საბრალო ავადმყოფს მეტი ვიზიტი ესაჭიროება მისმა ახლობლებმა მათი მოწვევის საფასური თავად უნდა გადაიხადონ!

მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს დაუყოვნებლივ გადახედონ არსებული პალიატიური პროგრამის მუშაობის პრინციპებს იმ პირებისთვის, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ! აუცილებელია ის უვადო გახდეს და ავადმყოფების უზრუნველყოფა მოხდეს მედმუშაკების შეუზღუდავი ვიზიტებით, პროგრამის მიხედვით, რომელიც შემუშავებული იქნება მკურნალი ექიმის მიერ და არ ხდებოდეს მხოლოდ მედდის კვირაში 2 ვიზიტით შემოფარგვლა!

ეს ყველაზე მცირედია, რისი მიცემაც სახელმწიფოს თავისი საბრალო მოქალაქეებისთვის შეუძლია, რომლებმაც მთელი ცხოვრება სამშობლოს სასიკეთოდ იშრომეს და ცხოვრების გზის დასასრულს ასეთ საშინელ სიტუაციაში აღმოჩდნენ!“ - აცხადებს ჩერნოვეცკი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი -1°-9°
ქუთაისი 7°-18°
ბათუმი 10°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia