www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
22:35 26.03.2017
თბილისის მერის ძმის, ირაკლი ნარმანიას მფარველობის ქვეშ არსებული უკონტროლო მშენებლობები
rustavi2.com

დედაქალაქის ცენტრში, აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სამსართულიანი სახლიდან რამდენიმე სანტიმეტრში, 11-სართულიანი კორპუსი შენდება. კორპუსს აშენებს კომპანია, რომლის იურისტი თბილისის მერის, დავით ნარმანიას ძმაა.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მშენებლობის შესახებ გვიან შეიტყვეს და ასევე სრულიად შემთხვევით გაიგეს ისიც, რომ ნარმანიას ძმა მათი სახლის დანგრევასაც გეგმავს და ამ გეგმას მერია იხილავს.

საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი დავით და ირაკლი ნარმანიებს უკანონობაში არაერთი წელია ამხელს, თუმცა ვერცერთი სტრუქტურის ყურადღება ვისაც რეაგირება ევალება, ვერ მიიქცია.

თბილისის სხვა უბანში მცირე ზომის სახლი ასევე ორ უზარმაზარ კორპუსს შორის მოექცა - მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილზე მრავალსართულიანი ნაგებობების მშენებლობა აკრძალული იყო, მერიამ გამონაკლისი დაუშვა, განაშენიანების დასაშვები კოეფიციენტი საგანგებოდ შეცვალა და სამშენებლო კომპანიას კორპუსების დადგმის ნებართვა მისცა.

ამ ადგილის ისტორია სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა, მან მერიას მშენებლობის ნებართვის გაუქმება ურჩია, ოღონდაც პასუხი, კანონით დადგენილი 20 დღის ნაცვლად 7 თვის შემდეგ მიიღო, განმარტებით, რომ კორპუსი უკვე დასრულებულია და შედეგის შეცვლა შეუძლებელია.

დედაქალაქის კიდევ სხვა კუთხეში მშენებლებმა ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის კედელი ჩამოანგრიეს, იმ მიზეზით, რომ ის, თითქოს, სხვა მესაკუთრის ტერიტორიაზე იყო გადასული.

ყველა ამ მშენებლობას თბილისის მერის ძმა, ირაკლი ნარმანია აერთიანებს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-20°
ქუთაისი 10°-17°
ბათუმი 12°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia