www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:03 28.03.2017
უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლა შეეზღუდებათ
მოსახლეობამ უკვე იცის, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში, მათ შეეზღუდებათ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შესვლა შენგენის ზონაში და ასევე მოუწევთ საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ მთელ საქართველოს, ყველა თანამოქალაქეს უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. თალაკვაძის თქმით, მათი დამსახურება ძალიან დიდია იმაში, რომ დღეს ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზოდ მგზავრობა.

„ეს არის საქართველოს ევროპული გაზაფხული. უვიზო რეჟიმი საქართველოს უხსნის ახალ შესაძლებლობებს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში. ეს არის არა მხოლოდ უბრალოდ მიმოსვლა, არამედ ეს არის ყოველდღიური კონტაქტი ევროპასთან. ევროპამ საქართველო აღიარა თავისი ტრადიციებით, თავისი აწმყოთი და ევროპული მომავლით. ეს არის დადასტურება იმისა, რომ რეფორმები, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ ამ წლების განმავლობაში, ცვლილებები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, დემოკრატია, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის მისაღები ევროპისთვის. ამით ყველაფერი არ სრულდება, ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ევრონტეგრაციისკენ და ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულების თანმიმდევრულ განხორციელებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის სისტემა ჩაირთვებოდა, საქართველომ მოამზადა წინასწარ ყველა ის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იყო მოთხოვნილი, კერძოდ, ეს არის თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით - დიპლომატიური მიმართულებით, ასევე საპოლიციო სფეროში, მიგრაციის მართვის თვალსაზრისით და რეადმისიის მიმართულებით.

„ეს არის ის მექანიზმები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ერთად მისცემს შესაძლებლობას, რომ რეაგირება მოახდინოს უვიზო რეჟიმის წესების თითოეულ დარღვევაზე. მოხდება იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებიც დაარღვევენ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ წესებს და ბუნებრივია, მოსახლეობამ უკვე იცის, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში, მათ შეეზღუდებათ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შესვლა შენგენის ზონაში და ასევე მოუწევთ საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა, რაზეც მოსახლეობა უკვე ინფორმირებულია. საინფორმაციო კამპანია გაგრძელდება, პარლამენტის წევრებიც ჩავერთვებით აქტიურად და კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს მივაწვდით ინფორმაციას იმ სიკეთეების შესახებ, რაც ახლავს ვიზალიბერალიზაციას და ამავე დროს, იმ წესების შესახებ, რომელიც უნდა დავიცვათ. საქართველოს ევროპული მომავალი დამოკიდებულია თითოეულ მოქალაქეზე, თითოეული მოქალაქის პატივისცემაზე კანონის მიმართ და თითოეული მოქალაქის წარმომადგენლობაზე ევროპაში. როგორც მოვიქცევით ევროპაში, რამდენადაც დავიცავთ კანონს, რამდენადაც პატივს ვცემთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, იმდენად სწრაფად წავა საქართველო წინ და მოახდენს ინტეგრაციას უკვე ევროკავშირში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1916
EUR3.4795
GBP3.8845
RUB4.4459
თბილისი 9°-16°
ქუთაისი 11°-13°
ბათუმი 12°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia