www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:57 31.03.2017
ლეონიდ ჩერნოვეცკი: „ქართველი პარლამენტარები თავიანთი უმოქმედობით გზებზე მკვლელებს ზრდიან!“

     21 მარტს მეტად სამწუხარო ფაქტი მოხდა, დაიღუპა დედასთან ერთად გაჩერებაზე მდგომი გოგონა, დედა-შვილი სკოლაში მიდიოდა და ავტობუსს ელოდებოდნენ. ამ დროს დიდი სიჩქარით მოძრავი „BMW”-ს მარკის ავტომობილი ორივეს დაეჯახა. 

     ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ამ თემაზე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: „საქართველოს გზებზე არსებული სიტუაცია ჯოჯოხეთში მიმავალ გზას გავს. ამ ბავშვს, რომ სხვა ქვეყანაში ეცხოვრა, იქ, სადაც კანონი უზენაესია და მას ყველა იცავს, ცოცხალი და ჯანმრთელი იქნებოდა, დაოჯახდებოდა, ეყოლებოდა შვილები და ბედნიერად იცხოვრებდა. რა საშინელებაა!

    სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები საქართველოში ყოველკვირეულად ხდება და ამაზე პასუხისმგებელია ყველა პარლამენტარი, რომლებიც სხდომებს ატარებენ, მაგრამ რატომღაც წელავენ გზებზე უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას. ისინი ტაძრებში დადიან და ათეულობით ვიდეოკამერის თანდასწრებით პირჯვარს იწერენ, სტუმრობენ ბავშვთა სახლებს, სხვადასხვა დღესასწაულებს, ზამთარში პატარებისთვის 50-თეთრიანი ნაყინი მიაქვთ, რითაც ცდილობენ ყველას თავი მოაწონონ, ამ დროს კი, მხრებზე ათობით ათასი ქართველის ცოდვა აწევთ, რომლებიც საქართველოს გზებზე ან დაიღუპნენ, ან ინვალიდებად იქცნენ, ქვეყანაში, სადაც ეს შიმშილით სიკვდილის ტოლფასია. და ყოველივე მკაცრი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო მოხდა. 

    ნუთუ, პარალმენტში დაკავებული სრულიად უსარგებლო ადგილები მათთვის ადამიანების სიცოცხლეზე მეტად ძვირფასია? ისინი უკვე 4 წელია თბილისიდან ქუთაისში სხდომებზე დასეირნობენ, არაფერს აკეთებენ და მაინც პარლამენტის წევრები ჰქვიათ. ბიბლია ერთხელ მაინც რომ გადაიკითხონ, ნახავენ, რომ ცოდვა არა მხოლოდ რაიმე ბოროტების ჩადენაა, არამედ ისიც, თუ უმოქმედობით მას ხელს უწყობ, ბოროტებაა, როდესაც შეგიძლია ადამიანებს დიდხანს სიცოცხლის საშუალება მისცე და ამას არ აკეთებ. 

       2016 წელს, საქართველოში მომხდარ ავტოავარიებში 581 ადამიანი  დაიღუპა, სხეულის დაზიანება 9951-მა ადამიანმა მიიღო.

    ამავე წელს, ავტომობილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის 30 ათასი მძღოლი დააჯარიმეს (მათ მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოერთვათ), ეს უზარმაზარი ციფრია - გამოდის, რომ საქართველოში 30 ათასამდე მკვლელი მოძრაობდა და მადლობა ღმერთს, რომ არავინ დაშავებულა. თუმცა, სინამდვილეში, თუ ფარულ კანონდარღვევებსაც ჩავთლით, გამოვა, რომ გზებზე ასობით ათასი მკვლელი დადის და ეს უზარმაზარი კატასტროფაა ქვეყნისთვის, სადაც 3 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

ამ საკითხში იკვეთება 2 მთავარი პრობლემა:

1) აუცილებელია დროულად იქნეს მიღებული უმკაცრესი კანონი - ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და არა მომავალ წელს, როგორც იანვარში თქვეს. 1 წლის განმავლობაში კი, ბავშვებისა და უმწეო მოხუცების, მინიმუმ, 10 000 სიკვდილი გველის!

2) უნდა ხდებოდეს კანონის აღსრულება - პატრული ძალიან მკაცრი უნდა იყოს და წესების დამრღვევ მძღოლს არანაირი შეღავათი არ უნდა გაეწიოს.    

     მიმაჩნია, რომ ნასვამ მძღოლებს მართვის მოწმობა მინიმუმ 3 წლით უნდა ჩამოერთვათ და თუ მსგავსს მეორედაც გაიმეორებენ, რამდენიმეწლიანი პატიმრობაც უნდა მიესაჯოთ, რადგან ასეთი დამრღვევი პოტენციური მკვლელია და ეს საქართველოში ყველამ უნდა იცოდეს!“ - წერს ჩერნოვეცკი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 13°-22°
ქუთაისი 13°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი