www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:06 07.04.2017
პატრიარქი - მთელი მსოფლიო განსაცდელშია
როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ უფალი მასთან არის, ყველაფერი ადვილად დასაძლევია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. სიონში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დასრულდა. 

წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. პატრიარქმა ხარების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

”როდესაც ჩვენ ვამბობთ ”ჩვენთან არს ღმერთი” ყოველი მორწმუნე ადამიანი გრძნობს, რომ ჩვენთან არს ღმერთი. ეს რომ ასე არ იყოს, ადამიანი ვერ გაუძლებდა იმ განსაცდელს, იმ ტანჯვას, რომელიც მოუვლინა. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ უფალი მასთან არის, ყველაფერი ადვილად დასაძლევია. დღეს ჩვენ დიდ დღესასწაულს ვზეიმობთ, ხარებობას. ხარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს არის უდიდესი დღესასწაული. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, იმდენად დიდია ეს დღესასწაული, ჩიტი ბუდესაც კი არ იკეთებს ამ დღეს თავისთვის. სიხარული, სიყვარული ჩაქსოვილია ამ დღესასწაულში”, - განაცხადა პატრიარქმა. 

უწმინდესის თქმით, ხარების დღესასწაულის აღნიშვნა უძველესია. ებრაელები როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ, ესალმებოდნენ ”გიხაროდენ” . 

”ანგელოზი გაბრიელი ამ დღეს გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას. ”გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა”. შევთხოვთ უფალს წყალობა და სიხარული არ მოაკლდეს საქართველოს და მთელს მსოფლიოს. წყალობა და სიხარული აუცილებელია ჩვენთვის, რადგან მრავალი განსაცდელი მოუვლინა საქართველოს და მთელს მსოფლიოს. უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიო განსაცდელშია. წყალობა ღვთისა და სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა”, - ბრძანა ქადაგების ბოლოს უწმინდესმა. 

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა დეკანოზი არჩილ ავანაშვილი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 21°-30°
ბათუმი 23°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia