www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:36 10.04.2017
საკრებულომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის 1 100 000 ლარის გამოყო
თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის 1 100 000 ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებას სხდომაზე დამსწრე 42 დეპუტატიდან მხარი 34-მა დაუჭირა, დანარჩენმა საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა. 

„მერის სარეზერვო ფონდში საკმარისი თანხა არ იყო, რის გამოც საბიუჯეტო ცვლილების განხორციელება გახდა საჭირო. მერის სარეზერვო ფონდს 1 მილიონი ლარი დაემატა და უკვე ამ კვირაში ხანძრით დაზარალებულებისთვის ერთჯერადი დახმარება გაიცემა“, - განაცხადა სხდომის შემდეგ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ.

მისივე თქმით, 350-მდე მოქალაქე 3 000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. 

„ეს არ იყო იოლი პროცესი, თუმცა საბოლოოდ შევჯერდით. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც თბილისის მუნიციპალიტეტს დაზარალებულებისთვის შეეძლო“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. 

ამასთან, თბილისის ბიუჯეტში განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილებით, 3,8 მილიონი ლარი გამოიყოფა კახეთის გზატკეცილზე, ლოჭინის ხიდამდე გზის საფარის შესაცვლელად, ასევე 19 000 ლარი გამოიყოფა ნაძალადევის გამგეობაში მოქალაქეებისთვის მომსახურების სერვისების გასაუმჯობესებლად. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9568
EUR3.2566
GBP3.801
RUB4.5941
თბილისი 4°-13°
ქუთაისი 11°-23°
ბათუმი 12°-24°
მთავარი