www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:53 11.04.2017
პატარა თამარი დაინახავს დედიკოს და მამიკოს!

ძალიან ძნელია, როდესაც ბავშვის ტანჯვას უყურებ, რომელიც თვალებით გეხვეწება, რომ სიცოცხლე სწყურია! ზოგ მშობელს წილად ხვდება ცრემლი, განცდა და უძილო ღამეები, უამრავი ბიუროკრატიული წინაღობა ბავშვის მკურნალობის გზაზე.

დღეს სიმსივნე განაჩენი არ არის, და ბავშვებს მისი დაძლევა უფრო ადვილად შეუძლიათ, მთავარია, დახმარება დროულად გამოჩნდეს. ასეთ დროს, მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი პატარას მომავლის იმედი ჩავუსახოთ და ბედნიერი ბავშვობის შანსი მივცეთ!

პატარა თამარი სულ რაღაც 10 თვისაა და ამ მცირე დროში უამრავი განსაცდელს გაუძლო. ის 2 თვის იყო, როდესაც მშობლებმა მის თვალში უცნაური ნათება შენიშნეს. ამ დროიდან დაიწყო თამარის ვიზიტები სხვადასხვა სპეციალისტებთან, იმ იმედით, რომ რომელიმე მათგანი ცდებოდა დიაგნოზში. მაგრამ ყველა ერთი და იმავეს ამბობდა – რეტინობლასტომა, თვალის ავთვისებიანი სიმსივნე!

            ვერაგი ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირებდა და 3 თვეში თამარს 2 ოპერაციის და ქიმიოთერაპიის 4 კურსის გადატანა მოუხდა. სამწუხაროდ თამარმა ერთი თვალი დაკარგა და ახლა მეორეს შესანაჩუნებლად იბრძვის.

თამარს მხედველობა და სიცოცხლე რომ შევუნარჩუნოთ, მას მკურნალობა და ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება, მაგრამ ნაკაშიძეების ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა, მათ  ყველაფერი გაყიდეს, რომ შვილისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ და ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები.

            თამარი ძალიან მხიარული და საყვარელი გოგონაა. ერთი ნახვით შეგაყვარებთ თავს. ის ყველას ჩუქნის თავის არაჩვეულებრივ ღიმილს, რომელიც გულს გაგითბობთ!

გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ თამარს  ერთი თვალი მაინც შევუნარჩუნოთ, რომ კვლავ ეთამაშოს და ჩაეხუტოს დაიკოს, გულები გაუხაროს დედიკოს და მამიკოს.

ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას თამარის დასახმარებლად. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თამარ ნაკაშიძე) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/donate/184/

ნებისმიერი სახის დახმარება თამარის სამკურნალოდ ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენს მიერ შემოწირული ერთი ლარიც კი თამარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9279
EUR3.2365
GBP3.5764
RUB4.4581
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 19°-28°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia