www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
05:53 29.05.2014
“ერთადერთი შვილი სამშაბათს დაკრძალა, მშობლები კი ხუთშაბათს უნდა მიაბაროს მიწას”
კვირის პალიტრა

"მისი საცოდაობით ქვა ატირდება - ერთადერთი შვილი სამშაბათს დაკრძალა, მშობლები კი ხუთშაბათს უნდა მიაბაროს მიწას მცხეთაში"

"ამბობენ, რომ მძღოლი ერთ-ერთი გავლენიანი პარლამენტარის ძმისშვილია და შესაძლოა, მალევე უშველონ"

"დედა მენატრებაო, ამბობდა... ყოვლთვის მხიარული იყო, მაგრამ რაღაცნაირი კეთილი და გულიანი. დედის გარეშე ძალიან უჭირდა ყოფნა. წინა ღამეს, რამდენჯერმე გამოუღვიძია, - რამდენ ხანში გათენდება, დედიკოს მალე ვნახავო?.." - ასე იგონებს 5 წლის ლუკა ბალხამიშვილს მისი ოჯახის ახლობელი... 

23 მაისს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვეფხვის და მოყმის ძეგლთან ავარია მოხდა, - მერსედესის მარკის ავტომობილს ჯიპი შეეჯახა, რომელსაც 24 წლის ახალგაზრდა მართავდა. მერსედესში, მცხეთიდან თბილისისკენ მომავალი ვოვა ტუავი, მისი მეუღლე და ერთადერთი შვილიშვილი, ლუკა ისხდნენ. ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი, სასწრაფოს დახმარების მანქანამ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს... შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 76-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

 

- ლუკა, რამდენიმე დღეების განმავლობაში, მცხეთაში, ბებია-ბაბუასთან იყო. საერთოდ, საცოდავ ვოვას ხშირად ჰყავდა სახლში შვილიშვილი. ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს და მათაც ერთი შვილი ჰყავდათ, - ყველასთვის საყვარელი, სულ მხიარული და მოუსვენარი ლუკა... 

რამდენიმე დღის წინ, ბავშვის ბიძამ, მამის ძმამ, ყველასთვის გაუგებარი მიზეზით, თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ მიუსწრეს და ჩამოხსნეს და ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში იწვა... ბავშვის დედა მას ედგა თავზე. ძალიან თბილი და ყურადღებიანი გოგოა, სულ ცდილობდა, ყველას გული მოეგო. მისი საცოდაობით ქვა ატირდება - ერთადერთი შვილი, სამშაბათს დაკრძალა, მშობლები კი, ხუთშაბათს უნდა მიაბაროს მიწას მცხეთაში. არ ვიცი, ასეთი უბედურების, როგორ გააგრძელებენ ის და გიორგი ცხოვრებას. ერთ დღეში დაეხოცა ქვეყანაზე ყველაზე საყვარელი ადამიანები, - შვილი და დედ-მამა. ვოვა ისეთი კაცი იყო, მთელი უბნისა და საახლობლოს ჭირსა და ლხინს იზიარებდა, ყველას ეიმედებოდა და ისიც ყველას უმართლებდა იმედს...ძალიან რომ მონატრებია ბავშვს დედა, ბებია-ბაბუას გადაუწყვეტიათ, წავიყვანოთ და რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ უკან წამოვიყვანოთო. თან როგორც გითხარით, მთელი ღამე წუხდა თურმე, - დედა ენატრებოდა.დედის მონატრება საფლავში ჩაჰყვა იმ პატარა ანგელოზს... ლილოს დასახლებისკენ ცხოვრობენ ბავშვის მშობლები. 9-10 საათი იქნებოდა, ვოვა და მისი მეუღლე თბილისისკენ რომ მიდიოდნენ, მაგრამ შვილის სახლამდე ვერ მიაღწიეს. 

- ჯიპის მძღოლი დაკავებულია?..

- დიახ, დაკავებულია. წინასწარი შვიდთვიანი პატიმრობა მიუსაჯესო, თქვეს...იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი გავლენიანი პარლამენტარის ძმისშვილია და შესაძლოა, მალევე უშველონ. მას ისიც ეყოფა, რომ სამი ადამიანის, მათ შორის 5 წლის ანგელოზის ცოდვა დაედო, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს გადაჭარბებული სიჩქარით გრიალი ქუჩებში და გავლენიანი ადამიანებისა და მათი ახლობლებისთვის ხელის დაფარება?.. ავარიის შემდეგ, ისეთ მდგომარეობაში ისეთ მდგომარეობაში იყო მანქანა, ცხედრების გადმოყვანა გასჭირვებიათ, მთლიანად დაჭმუჭნილია... 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
Lornacriff2019-04-24 21:16:07
Глаза – это не только зеркало, но и возможность наблюдать за окружающим миром, вести активный, здоровый образ жизни, подробнее на <a href=http://vobguy.com>vobguy.com</a>

Lukesig2019-06-09 13:39:35
Luke Bryan is my favourite country singer. His voice takes me away from all problems of this planet and I start enjoy my life and listen songs created by his mind. Now the singer is going on a tour in 2020. The concerts scheduled for the whole 2019, up to the mid-October. Ticket prices are moderate and available for all men and women with different income. If you love country music as mush as I, then you must visit at least one of his concert. All tour dates are available at the <a href=https://lukebryantourdates.com>Luke Bryan tour dates 2020</a>. Open the website and make yourself familiar with all powerful Luke Bryan concerts in 2019!

BreakKise2019-06-13 16:53:36
Breaking Benjamin is my favourite band of 90s. They had so many hit songs! The ones I remember are 'The Diary of Jane', 'Tourniquet' and their hit 'So Cold'. These are real masterpieces, not garbage like today! And it is sooo good that they have a tour in 2020! So I'm going to attend Breaking Benjamin concert this year. The tour dates is here: <a href=https://breakingbenjaminconcerts.com>https:// breakingbenjaminconcerts.com</a>. Check it out and maybe we can even visit one of the concerts together!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8831
EUR3.2357
GBP3.5955
RUB4.5779
თბილისი 20°-31°
ქუთაისი 21°-26°
ბათუმი 21°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia