www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:55 12.04.2017
"ჩვენდა სამარცხვინოდ, მეცხრამეტე საუკუნეს რომ შეესაბამება, ისეთი ტრანსპორტი ჰყავს დედაქალაქს"
დავით, ჩვენ ერთ დროს ვმეგობრობდით და მივცემ ასე მომართვის უფლებას ჩემს თავს - მთავარი არ გაკეთდა, მთავარ პრობლემებს დაემალე და გაექეცი, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერს დავით ნარმანიას. 

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს პარკინგი და ჰერის დაბინძურება. მისივე თქმით, ჰაერი დაბინძურებულია და იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს. 

ალექსანდრე ელისაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მუნიციპალურ ტრანსპორტზე და განაცხადა, რომ ”ჩვენდა სამარცხვინოდ მეცხრამეტე საუკუნეს რომ შეესაბამება, ისეთი ტრანსპორტი ჰყავს დედაქალაქს”. ”წვიმის დროს განსაკუთრებით ვიცით რა ხდება. ვერც მანქანით გაივლი და ვერც ფეხით, იმიტომ, რომ მანქანები არის შუა გზაზეც, ტროტუარზეც, სადარბაზოშიც და ლამის სახლშიც. ამ მანქანების გამო არის საშინლად შხამიანი ჰაერი. ძალიან მარტივად ვამბობთ, რომ 4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას ჰაერის დაბინძურება. ეს არის შხამი, რომელიც გვანადგურებს. არაფრის გადაჭარბება არ მინდა. სიმსივნური დაავადებები არის რამდენჯერმე გაზრდილი და მე რაღაც სტატისტიკას არ ვლაპარაკობ. ჩემთვის ძლიან ძვირფას ადამიანებს, სამწუხაროდ, კვირა არ გავა, რომ ონკოლოგიური დაავადებები არ აღმოაჩნდეთ. ახლაც უცხო ქვეყანაშია ჩემი აპარატის თანამშრომელი, რომელიც მძიმედაა. მთელი გულისყური იქით მაქვს. არ ვიცი იმ ადამიანს სიმსივნე აქვს თავის ტვინში თუ სხვა რამ. არ იცის დანდობა ამ შხამიანმა ჰაერმა, არც კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, არც სხვების. 

ასევე დიდი გამოწვევა იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჯაბა სამუშიას ახსოვს, მაშინ ჩვენ ვმეგობრობდით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ როგორ ძალადობრივად მოხდა მონოპოლიზება ერთ დუქანში დარეგისტრირებულ სამ კომპანიაზე. სამარშრუტო ტაქსები ერთ-ერთი ძირითადი გადამყვანია დღესაც. ჩვენდა სამარცხვინოდ და სამწუხაროდ მე-19-ე საუკუნეს რომ შეესაბამება, ისეთი ტრანსპორტია”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9275
EUR3.2445
GBP3.5385
RUB4.3846
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 18°-34°
ბათუმი 23°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia