www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:24 12.04.2017
2016 წელს სუს-მა ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი გამოავლინა
2016 წელს სუს-მა ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი გამოავლინა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა. 

„საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა აღნიშნული მიმართლებით არსებობს გარკვეული გამოწვევები. „ისლამურმა სახელმწიფომ“ და სხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინეს. რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებლები ცდილობენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის რელიგიური შეხედულებები და დაბალი ცნობიერება საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის გამოვლენასა და აღკვეთას. 

შედეგად, 2016 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ტერორისტული აქტივობების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 9 საქმეზე, რამდენიმე პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ბრალდების მხარის სასარგებლოდ დასრულდა 2015 წელს აღძრული რამდენიმე რეზონანსული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელ აიუფ ბორჩაშვილისა და მისი დაჯგუფების წევრებთის მიმართ.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი. 28 დეკემბერს სსკ-ის 327-ე მუხლით დაიწყო გამოძიება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელიც საქართველოში ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი დაჯგუფების შექმნას ცდილობდა. კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების 15-კაციანი ჯგუფის მიმართაც, რომლებიც ექსტრემისტული მოწოდებებით ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ.

გარდა ამისა, 2016 წლის 2 ივლისს ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და მიმდინარეობს გამოძიება. 

სუს-ის ინფორმაციით, გამოვლენილია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტ რესურსის, კერძოდ, ე.წ. ბლოგებისა და სოციალური მედიის გამოყენებით ეწეოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიურ მხარდაჭერას. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მსურველთა მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების აღკვეთის მიმართლებით. დადგენილია პირი, რომელიც დახმარებას უწევდა კონფლიქტის ზონაში გამგზავრების მსურველ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფ პირებს, ასევე, ეხმარებოდა მათ სხვადასხვა ტიპის გზავნილების მიღებაში. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. 

სუს-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მუდმივად ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამგზავრების პრევენციის მიზნით. მთლიანობაში, კონტრტეროსტული მიმართულებით საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილი იქნა 1500 პირი, ხოლო 750-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა.

საერთო ჯამში, სუს-ის შეფასებით, შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველი, რადიკალიზებული მოქალაქეების რაოდენობა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8845
EUR3.241
GBP3.6177
RUB4.5787
თბილისი 22°-34°
ქუთაისი 21°-29°
ბათუმი 21°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia