www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:09 24.04.2017
წაქცეული ხეები, გადახდილი სახურავები და ღია ცის ქვეშ დარჩენილები - რეგიონებში სტიქიის შედეგებს ითვლიან

წაქცეული ასწლოვანი ხეები, გადახდილი სახურავები და ღია ცის ქვეშ დარჩენილი რამდენიმე ოჯახი. ძლიერმა ქარმა ყველაზე მეტად ოზურგეთის რაიონი დააზარალა. მოგლეჯილმა ხეებმა პრობლემები გადაადგილების მიმართულებითაც შექმნა, რაიონის რამდენიმე შიდა გზა თითქმის 3 საათის განმავლობაში ჩახერგილი იყო.

სტიქიას უბედური შემთხვევაც მოყვა. მამაკაცი, რომელიც დაზიანებული სახლის სახურავის შეკეთებას ცდილობდა, ძლიერი ქარის გამო ჩამოვარდა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, მოსახლეობას ელექტროენერგია რამდენიმე საათი არ მიეწოდებოდა.

სტიქიას ებრძოდნენ აჭარაშიც. ძლიერი ქარის გამო უსახლკაროდ დარჩა შაინიძეების ოჯახი ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში. ქარმა დაუნგრია ხის სახლი, სადაც შაინიძეების ოჯახი მცირეწლოვან წევრებთან ერთად ცხოვრობდნენ. 

ქარბორბალამ პრობლემები შექმნა გონიოშიც. ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ სახლს სახურავი გადახადა, მოგლეჯილი სახურავი რამდენიმე მეტრის მოშორებით პოლიციის შენობაში მდგომ მანქანებს დაეცა.

სტიქია იყო სამეგრელოშიც. ხეები მოგლიჯა და ელექტროსადენები გაწყვიტა ძლიერმა ქარმა ზუგდიდში. ელექტრო ენერგიის გარეშე იყო დარჩენილი ზუგდიდის ნაწილი. რთული ვითარებაა წალენჯიხის რაიონის სოფლებშიც, განსაკუთრებით კი ჯვარზენში, სადაც საგანგებო შტაბიც შეიქმნა.

ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.2878
EUR3.8415
GBP4.2255
RUB4.1711
თბილისი 12°-20°
ქუთაისი 18°-27°
ბათუმი 19°-26°
მთავარი