www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:17 25.04.2017
საქართველოს დამსახურებული მოქალაქე სიღატაკეში ცხოვრობს!

იყო დრო, როცა მას მთელი ქვეყანა იცნობდა... მას პატივს სცემდნენ და მის აზრს ითვალისწინებდნენ.

სულიკო ნიქაბაძე სოფელ ფარცხანაყანებში დაიბადა 1939 წელს, სწავლობდა, ჯარში მსახურობდა, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ თამაშობდა ფეხბურთს ქუთაისის „ტორპედოში“. შემდეგ იყო მწვრთნელი და არაერთი კარგი ფეხბურთელი გაუზარდა მშობლიურ მხარეს. 22 წლის განმავლობაში იყო წყალტუბოს სპორტსკოლის დირექტორი, სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა წყალტუბოს ცენტრალური სტადიონი. ბატონმა სულიკომ საინტერესო ცხოვრების გზა  განვლო, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის... ახალგაზრდამ გაითქვა სახელი მაგრამ, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება  შემდეგ მის შესახებ ყველამ დაივიწყა.

რამდენიმე წლის წინ მას შემდეგ რაც ბატონ სულიკოს მეუღლე გარდაეცვალა, მან ნერვიულობის ნიადაგზე თვალის ჩინი დაკარგა... ერთადერთი ახლობელი ადამიანი, ვინც მას დარჩა, ეს მისი მოხუცებული დაა, რომელიც გაფანტული სკლეროზის მძიმე ფორმით იტანჯება.

მოხუცები ცდილობენ ერთმანეთზე იზრუნონ, მაგრამ ყოველი დღის გათენება მათთვის ნამდვილი განსაცდელია. ისინი ძლივს გადაადგილდებიან, თავისთვის საჭმელსაც ვერ იმზადებენ. სხედან ასე მთელი დღე, ტირიან, იხსენებენ წარსულს, რა ბედნიერები იყვნენ, რამდენი ადამიანი სტუმრობდა მათ სახლს... ახლა კი დღეები ისე გადის, არავის გაახსენდებათ მოხუცები.

 ვინმეს თხოვნით რომ მიმართონ, ერიდებათ, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ დარჩენიათ!

ჩვენს პატარა ქვეყანაში უამრავი ასეთი განადგურებული ადამიანი ცხოვრობს. როდესაც ისინი ჯანმრთელები, ძლიერები და საჭიროები იყვნენ, მათ აფასებდნენ, მაგრამ როგორც კი ისინი დაუძლურდნენ მათ შესახებ ყველამ დაივიწყა.

მეგობრებო, გთხოვთ, წუთით მაინც გადადეთ თქვენი მნიშვნელოვანი საქმეები და ამ მოხუცების ფოტოებს დააკვირდით! მათ ცრემლიან თვალებში უზომო ტკივილსა და სევდას დაინახავთ... სამწუხაროდ ბევრმა დატოვა ეს ქვეყანა სრულ მარტოობასა და ტანჯვაში, ჩვენ კი გვაქვს შანსი  ვიზრუნოთ მათზე, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ჩვენს დახმარებას.

„ადრე მეგონა, რომ ვერაფერს ვასწრებ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ხოლო, როდესაც მარტოსული და უძლური ხარ, ის უსასრულოდ იწელება. ამას მივეჩვიე, არაფერი არაა მუდმივი, მინდა ცხოვრების ბოლო წლები ღირსეული ადამიანივით ვიცხოვრო და არა ქუჩის მაწანწალა ძაღლივით“

ჩვენ ვერაფერს დავამატებთ, ეს მარტოხელა მოხუცი ადამიანის სულის ამოძახილია! ადამიანის, რომელმაც მთელი ცხოვრება თავის ქვეყანას მიუძღვნა.

            თუ მათ მეზობლად ცხოვრობთ და გაქვთ სურვილი მოინახულოთ მოხუცები თქვენ მათ შეუფასებელ დახმარებას გაუწევთ. თუ სახლის დალაგებაში დაეხმარებით ან ცხელ საჭმელს მიუტანთ ამ ორ განწირულ მოხუცს სიკვდილისგან იხსნით!

            თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: სულიკო ნიქაბაძე) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/

ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 9°-22°
ქუთაისი 10°-15°
ბათუმი 12°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia