გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან არასწორ ინფორმაციას - პრეზიდენტი
გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან ამა თუ იმ საკითხზე, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
მიშველაძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ხალხს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
"პირიქით, ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან ამა თუ იმ საკითხზე", - განაცხადა მიშველაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა შეაფასა ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაზა ბიბილაშვილოს განცხადება, რომლის თანახმად, „საარჩენო კოდექსში“ კეთდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მიერ "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის შემთხვევაში, პარტია დაჯარიმდება.
"მიგვაჩნია, რომ ეს ცოტა არარეალური ჩანაწერია. არარეალურად გვეჩვენება, რომ ასეთი ჩანაწერი ამოქმედდეს, რა თქმა უნდა, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არჩევნებია, მოსახლეობა თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, თუმცა ამ კონკრეტულ ჩანაწერზე ჩვენი პოზიცია ის არის, რომ აღსრულება ცოტა არარეალურია, - აღნიშნა მიშველაძემ.