www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:50 26.04.2017
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროკავშირი ძლიერი რომ გახდეს, საჭიროა ისეთი ქვეყანა, როგორიც არის თურქეთი
თურქეთი გადახედავს საკუთარ პოზიციას ევროკავშირში შესაძლო წევრობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრიუსელი აჭიანურებს მოლაპარაკებებს აღნიშნულ საკითხზე, ხოლო ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მტრულად არის თურქეთისადმი განწყობილი. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სააგენტო „როიტერსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„თუ ისინი გულწრფელად არ მოქმედებენ, ჩვენ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. რატომ უნდა მივისწრაფოდეთ ამისკენ? უკვე 54 წელია, რაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა. 

მისივე თქმით, თურქეთის ევროკავშირში წევრობის საკითხი შესაძლოა რეფერენდუმზე იქნას გატანილი. 

„დიდ ბრიტანეთმა თავის ხალხს ჰკითხა და მათ მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გასვლას. ახლა ისინი მშვიდად მიდიან ახალი მომავლისკენ. ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს თურქეთში“, - განაგრძო რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

„ერთი ან ორი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ევროკავშირის სიცოცხლისუნარიანობას. რათა ევროკავშირი ძლიერი გახდეს, საჭიროა ისეთი ქვეყანა როგორიც არის თურქეთი: სხვა ქვეყანა, რომელიც სხვა სარწმუნოებას წარმოადგენს. თუმცა, არ ჩანს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეს ესმით. მათთვის რთულად წარმოსადგენია ისეთი მუსლიმური ქვეყნის მიღება როგორიც არის თურქეთი“, - დასძინა ერდოღანმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8265
EUR3.0515
GBP3.6405
RUB4.4316
თბილისი 3°-13°
ქუთაისი 6°-18°
ბათუმი 7°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia