www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:25 27.04.2017
"საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის აგრესია"
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ეწვია გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ცენტრს, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრს. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა, როგორც საქართველო-გერმანიის ურთიერთობაზე, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის სამომავლო გეგმებზე.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც წარმატებული მოდერნიზაციის ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე რეგიონში.

„დღეს აღმოსავლეთ ევროპაში მართლაც რთული ვითარებაა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ის წარმოადგენს ერთგვარ მოწინავე ფლანგს რუსეთის აგრესიისა თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. ევროპული პროექტი იყო ყველაზე წარმატებული ჩანაფიქრი, რომელმაც მოუტანა მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა ევროპის კონტინენტს, დღეს ეს ყველაფერი გამოწვევის წინაშეა. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც თავის თავზე იწვნია რუსეთის აგრესია, შემდეგ იყო უკრაინა, თუმცა ვინ იქნება ამის შემდგომ არავინ იცის. მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო განუხრელად მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ, დემოკრატიული განვითარებისკენ, რომელსაც მოაქვს სტაბილურობა და განვითარება. 

საქართველო ამ წარმატებებით, არის ერთგვარი მისაბაძი მაგალითი აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის, რადგან ევროპულმა არჩევნებმა ჩვენ მოგვიტანა სტაბილურობა და განვითარება, ახალი შესაძლებლობები, როგორც ევროკავშირთან მიმართებაში, ასევე აზიის სახელმწიფოებთან ურთიერთობაში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში - ZOIS. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 21°-31°
ბათუმი 22°-26°
მთავარი