www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:17 02.05.2017
„ნაციონალურ მოძრაობა“ - ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება
ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ განცხადა. 

როგორც ოთარ სირაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ტარიფების განახევრებას ჰპირდებოდა, უკვე მერამდენედ ხდება გაზის ტარიფის მატება. 

მისივე თქმით, ივლისიდან მოხდება გაზის ტარიფის ზრდის „შემოპარება“, რაც ისედაც გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება და გაზის ტარიფის ზრდა ასევე გამოიწვევს სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გაძვირებას.

„ეს არის კახა კალაძის არაკომპეტენტურობის და „ქართული ოცნების“ მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი. მათ ვერ მოახერხეს ინვესტიციების მოზიდვა, ხდება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულებების დადება, შეგახსენებთ „გაზპრომთან“ დაკავშირებულ საკითხს, ასევე სასამართლო დავებს „ინტერ რაოსთან“, „ყაზტრანსგაზთან“. მათი ოთხწლიანი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ჩვენ მივიღეთ გაუფასურებული ლარი, თავის მხრივ, კი ვღებულობთ ტარიფების ზრდას“, - განაცხადა სირაძემ.

მისივე თქმით, გასულ პარასკევს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წლიური ანგარიში, სადაც გამოჩნდა, რომ საქართველომ 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს 6,4%-ით ნაკლები გაზი მოიხმარა. 

„კახა კალაძე აცხადებდა, რომ გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელი იყო „გაზპრომიდან“ გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვა, რამაც განაპირობა ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულების გაფორმება „გაზპრომთან“. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ კალაძე იტყუებოდა და მოხდა პირიქით. ეს არის მინიმუმ თანამდებობის ბოროტად გამოყენება სასურველი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომელიც თავის მხრივ, შეიცავს კორუფციის ნიშნებს. იმ პერიოდში, კალაძის გამოსვლები იმდენად პანიკური იყო, რომ შაჰ დენიზის კონსორციუმმა შარშან გამოყო 500მლნ მ3 გაზი დამატებით, საიდანაც საჭიროების არარსებობის გამო არც გვისარგებლია, ესეც მიუთითებს კალაძის ტყუილზე გაზრდილ მოხმარებაზე. მოვითხოვთ მთავრობისგან განმარტონ - რა ღონისძიებებს ატარებენ ტარიფების ზრდის თავიდან ასაცილებლად. კატეგორიულად მოვითხოვთ პროკურატურისგან, გამოიძიონ კალაძის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის მოტივები“, - განაცხადა სირაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9759
EUR3.286
GBP3.7223
RUB4.6659
თბილისი 7°-18°
ქუთაისი 7°-18°
ბათუმი 12°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia