www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:09 05.07.2017
ვინ მიხედავს ჩემს შვილს, მე რომ აღარ ვიქნები...

სამწუხაროდ, ფრაზა ზღაპრებიდან „ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ“ რეალურ ცხოვრებაში ფაქტობრივად არალეალურია. ზოგს ახალგაზრდობაში ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა ექმნება, ზოგი ბინას კარგავს, ზოგს სიკვდილი ართმევს ახლობელს. შეყილაძეების ოჯახს კი ყველა უბედურება ერთად დაატყდა თავს.

მათ სახლი დაეწვათ, ცეცხლმა შთანთქა ყველაფერი რაც მძიმე შრომით იყო შექმნილი. ძველ ვაგონში დასახლდნენ, ეგონათ ახლიდან დაიწყებდნენ ცხოვრებას, თან შვილიც უკვე დიდი იყო და მხარში დაუდგებოდა მშობლებს. მაგრამ ახალგაზრდა ბიჭს ნერვიულობის ფონზე შაქრიანი დიაბეტი დაემართა და მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა.

ავადმყოფობის მიუხედავად, ფრიდონმა  ოცნება აისრულა და მხატვარი გახდა. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ის სოფელში დაბრუნდა. მისი ლამაზი ნახატები ჭიათურის რაიონის სოფლების საბავშვო ბაღების და სკოლის კედლებს დღემდე ამშვენებენ.

მაგრამ ვერაგი დაავადება თავს არ ანებებდა ახალგაზრდა მამაკაცს და საბოლოოდ საწოლს მიაჯაჭვა. მშობლებისთვის ფრიდონი ისევ პატარა ბავშვად გადაიქცა, დამოუკიდებლად ვეღარაფერს აკეთებდა და მშობლებს მისი მოვლა ისევე უწევდათ, როგორც სიცოცხლის პირველ წლებში. მამა შვილზე ნერვიულობამ განადგურა, ისიც ლოგინად ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა. ავადმყოფ შვილზე ზრუნვა მოხუც დედას დააწვა კისერზე. ქალბატონი  ლალო სრულიად მარტო დარჩა ავადმყოფ შვილთან ერთად პატარა, ძველ, ჟანგიან ვაგონში...

„ფრიდონის ბანაობა, ჩაცმა და მისი გამოკვება, ორს უფრო ადვილად გამოგვდიოდა, ახლა მე უკვე ვეღარ ვერევი...“ – ამბობს მოხუცი ქალბატონი და შვილს ეფერება. ფრიდონი ახლა 52 წლისაა, ლალო 77–ის. მას თავად სჭირდება მოვლა–პატრონობა, მაგრამ მის შვილს სხვა ვერავინ მიხედავს, ამიტომ მოხუცი ქალბატონი ძალებს იკრებს და ყოველ დილით ღმერთს შესთხოვს, შვილისთვის კიდევ აცოცხლოს!

უფრო უბედური ოჯახი ალბათ ნანახიც არ გეყოლებათ... კეთილი მეზობლების იმედად არიან დარჩენილები, ისინი რომ არა დედა–შვილი ალბათ შიმშილით და სიცივით დაიღუპებოდა თავის პატარა ვაგონში. პროდუქტების და წამლების საყიდლად პენსია საკმარისი არ არის, მაღაზიაშიც ვერავინ წავა, ლალო ეზოშიც კი ძლივს გადაადგილდება...

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ოჯახის დასახმარებლად? როგორ დავეხმაროთ ლოგინად ჩავარდნილ ახალგაზრდა მამაკაცს და მის გაუბედურებულ დედას?

ჩერნოვეცკის ფონდი გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ამ ოჯახის გასაჭირი. ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, პროდუქტის, ჰიგიენური საშუალებების, წამლების შესაძენად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: შეყილაძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან  https://chernovetskyifund.ge/ru/projects/

ერთი ოჯახის ცხოვრების შეცვლით, თქვენ უკეთესობისკენ ცვლით მთელს სამყაროს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8714
EUR3.2191
GBP3.5832
RUB4.5608
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 20°-26°
ბათუმი 21°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia