www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:39 26.07.2017
ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ ნიდერლანდების სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი იოს დაუმა სტუმრობდა.

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“  ნიდერლანდების  სამეფოს სრულუფლებიანი  ელჩი იოს  დაუმა  სტუმრობდა.

სტუმარმა არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქარხანაში არსებული ტექნიკა - დანადგარები და  საწარმოო  პროცესები  დაათვალიერა. 

საწარმოს  საქმიანობის სამომავლო გეგმებზე  ელჩს  ქართული ლუდის კომპანიის  დირექტორი  კახაბერ  კოტრიკაძე  ესაუბრა. მანვე  გაუწია  მეგზურობა   იოს  დიუმას, რომელიც  დაინტერესებული იყო  საქართველოში   ჰოლანდიური პრემიუმ  ბრენდის   ლუდი „ბავარიის“  წარმოების  ტექნოლოგიით.

„მოხარული ვარ,   რომ დღეს    ზედაზენის  ქარხანაში ვიმყოფები. მინდოდა  ჩემი თვალით მენახა ის  საწარმო, რომელიც მჭიდროდ  თანამშრომლობს  ჰოლანდიის   ანალოგიური მიმართულებების  წარმოებებთან.  დღეს  კიდევ ერთხელ  დავრწმუნდი,  ორ  ქვეყანას  შორის  ბიზნეს მეგობრობის  საუკეთესო მაგალითთან  გვაქვს  საქმე.  ამას  ემატება ისიც,  რომ   წარმოება  ახალ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული  და   სრულად  პასუხობს  საერთაშორისო  სტანდარტებს,  რაც  ქვეყნის   ეკონომიკური  განვითარების   მყარი საძირკველია“   -  განაცხადა  იოს დაუმამ. 

„ეს იყო არაოფიციალური ვიზიტი,  რომლის ფარგლებშიც ნიდერლანდების  სამეფოს  ელჩმა  იოს  დაუმამ დაათვალიერა  ქართული ლუდის  კომპანია,    გაეცნო   საწარმოო პროცესებს  და მხარდაჭერა  აღგვითქვა მომავალი თანამშრომლობის საკითხებში“ -  განაცხადა ს.ს. "ქართული ლუდის კომპანიის’’  დიექტორმა   კახაბერ კოტრიკაძემ. მისივე  თქმით,  მსგავსი სახის  გაცნობითი შეხვედრები  მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისთვის,   ასევე ორ  ქვეყანას  შორის  დიპლომატიური  და  ეკონომიკური  თანამშრომლობის  განვითარებისთვის. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-27°
ქუთაისი 13°-23°
ბათუმი 16°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia