ვერძი - ზედმეტად ენერგიული და აქტიური ხართ და ეცადეთ
არ დაზიანდეთ. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ახალი იდეების გამო გარშემო მყოფებს ნუ
წაეჩხუბებით. მშვიდად განიხილეთ ყველაფერი.
კურო - ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწევთ. ყველაფერი უნდა
მოასწროთ და გააკონტროლოთ. ეცადეთ, ყურადღებით იყოთ, არაფერი გამოგრჩეთ და შეცდომები
არ დაუშვათ.
ტყუპი - მცირე შეფერხებები გელით, რაც თქვენი იდეებისა და გეგმების განხორციელებაში
შეგიშლით ხელს. არ აჰყვეთ ემოციებს, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ დალაგდება.
კირჩხიბი - გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, ცხოვრების
პირობები, დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უსიამოვნო
ადამიანების აზრს.
ლომი - კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება გამოგიჩნდეთ
ახალი სამსახური, შემოსავლის ახალი წყარო.
ქალწული - რთული საქმეების მოსაგვარებლად კარგი დღეა. გაუმართლებთ მათ,
ვინც სამსახურს ეძებს. შემოსავლიან და საინტერესო სამსახურს შემოგთავაზებენ.
სასწორი - ნუ გექნებათ სხვისი იმედი, ყველა საქმე თავად უნდა მოაგვაროთ.
ნუ დაფრინავთ ღრუბლებში, დაეშვით და სამუშაოში ჩაერთეთ.
მორიელი - დღეს გარშემო მყოფებისთვის დანაპირების შესრულება მოგიწევთ.
რის გამოც ფულის ხარჯვა და ცოტა ნერვების მოშლაც გელით.
მშვილდოსანი - მოერიდეთ ხალხთან, განსაკუთრებით უცხოებთან ურთიერთობას;
აზარტულ თამაშებს, ფულის ფლანგვას. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, ახალი ტექნიკის ათვისებას.
თხის რქა - კარგი დღეა შესასვენებლად და ყველაფერის გასააზრებლად, რა გსურთ,
რის მიღწევას ცდილობთ, რისის შესაძლებლობა გაქვთ. ჯერ ჩამოყალიბდით და მერე იმოქმედეთ.
მერწყული - მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტებს, როგორც ოჯახის წევრებთან
ასევე სამართალდამცავებთან. დოკუმენტების შევსებისას მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ.
თევზები - უმნიშვნელო უსიამოვნებასაც კი გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. მალე
ენერგიის მომატებას იგრძნობთ და ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლით. მთავარია, თავად
იყოთ მონდომებული.