www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:18 10.06.2014
„დეპუტატმა, უშვილო ადამიანს საბავშვო ველოსიპედი აჩუქა, მერე კი სცემა"
კვირის პალიტრა

"მედეა ვასაძემ, დეპუტატმა, უშვილო ადამიანს საბავშვო ველოსიპედი აჩუქა, მერე კი სცემა"

”ქალბატონმა მედეამ გათხოვებისთანავე დაასაქმა საკუთარი ქმარი უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად”

გუშინ "ტელეარხ-25" -ის ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ გაავრცელა იმ საუბრის აუდიო ჩანაწერი, რომელიც მასა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ქალბატონ მედეა ვასაძეს შორის გაიმართა. აუდიოჩანაწერში მედეა ვასაძე ჟურნალისტს ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს. ჩვენ დავუკავშირდით ჯაბა ანანიძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- გადავიღეთ საგამოძიებო ფილმი უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე, გვინდოდა გაგვერკვია, რაში იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. სწორედ ამ ფილმში მოხვდა მედეა ვასაძის ინციდენტიც, როდესაც გასული წლის 24 ივნისს "ქართული ოცნების" აქტივისტს სცემა უმაღლესი საბჭოს შენობაში. ეს ქალბატონი წინასაარჩევნოდ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. მას ჰქონდა უშვილობის პრობლემა, ოპერაცია ძალიან ძვირი ღირდა და ივანიშვილს სთხოვა, რომ დახმარებოდა. ამის მერე მას დაურეკა ქალბატონმა მედეამ და უთხრა, რომ მისთვის საჩუქარი ჰქონდათ და მისულიყო უმაღლეს საბჭოში წასაღებად. ეს ადამიანი მივიდა და საჩუქარი აღმოჩნდა საბავშვო ველოსიპედი. ადამიანი უშვილობის პრობლემის მოგვარებას ითხოვდა და ველოსიპედი აჩუქეს, თუმცა ეს ველოსიპედი მაინც გამოურთმევია. ცოტა ხანში ისევ მისულა მედეა ვასაძესთან და უთხოვია მოსული საბუთების ჩვენება, დაეჭვდა, რომ მხოლოდ ველოსიპედი არ იქნებოდა გამოგზავნილი. ეს ადამიანი ამბობს, როდესაც მედეას ველაპარაკებოდი, მან იეჭვა, რომ ვიწერდი მის საუბარს და მცემაო. ფილმში ამ ფაქტზეც გვქონდა ლაპარაკი, რადგან მედეა ვასაძე არის უმაღლეს საბჭოში შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. წარმოიდგინეთ მოქალაქის ცემის ფაქტზე მედეა ვასაძის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული და ასეთი ქალბატონი დაინიშნა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ. პროკურატურა ამ საქმეს იძიებს უკვე 11 თვეა. რად უნდა ამას ამდენი ხანი? აშკარაა, რომ სხვა რაღაცაშია საქმე. ჩვენ ფარულად ჩავწერეთ ამ საქმის ყოფილი პროკურორიც, რომელმაც გვითხრა, რომ ამოწურული იყო ყველანაირი საგამოძიებო ვადები და წესით გამოძიება დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო. ჩავწერეთ მოწმეებიც, მათ შორის ვასაძის ქმრის ყოფილი მძღოლი (აქვე მინდა ვაღნიშნო, რომ ქალბატონმა მედეამ გათხოვებისთანავე დაასაქმა საკუთარი ქმარი უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად). მოწმე დეტალურად მოგვიყვა, თუ როგორ წაშალეს, ვიდეო კადრები, სადაც ჩანდა დაზარალებული მოქალაქის უმაღლეს საბჭოში მისვლა, გაწევ-გამოწევა და სხვ.

- ეს ყველაფერი გავიდა ტელევიზიით და ამან გამოიწვია მედეა ვასაძის აგრესია?

- დიახ. ფილმის დასრულებიდან 20 წუთში დამირეკა მედეა ვასაძემ. ტელეფონი ჩავრთე ჩაწერაზე და გავაკეთე ის ჩანაწერი, რომელიც ყველამ მოისმინა. ეს ქალბატონი მემუქრება, რომ პროკურატურა დაინტერესდება ჩემი საქმიანობით, დაიწყებს ჩემს წინააღმდეგ მუშაობას და სხვ.

- ჩანაწერში მედეა ვასაძე გეკითხებათ, გყავთ თუ არა ცოლი...

- სრულიად ალოგიკურად დამისვა ეს კითხვა და როდესაც ვუპასუხე, რომ არ მყავდა, მან მითხრა, რომ ვითომ მე მაქვს საეჭვო მიხვრა-მოხვრა, ქალაქში ცუდი ხმები დადის და ჩემს ორიენტაციას აყენებენ ეჭვის ქვეშ. ანუ ამ ქალბატონმა ვითომ დამაშინა, რომ გამივრცელება ხმებს, რომ მე ვარ "გეი", არატრადიციული ორიენტაციის და ამით ჩემს რეპუტაციას შებღალავს. არ დაგავიწყდეთ, ამ ყველაფერს მეუბნება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.

-ვასაძის ამ განცხადების მერე მართლაც ხომ არ დაგიკავშირდნენ პროკურატურიდან?

პირიქით, აქეთ დავუკავშირდი პროკურატურას და შევიტანე სარჩელი მედეა ვასაძის წინააღმდეგ, რომ ეს ადამიანი ხელს მიშლის ჟურნალისტურ საქმიანობაში. ჩვენ აგრეთვე ჩავთვალეთ, რომ არსებული სატელეფონი ჩანაწერი შეიცავდა სხვა ტიპის დანაშაულსაც (მაგ. ჩანაწერში ვასაძე ასაჯაროებს იმ მოქალაქის ვინაობას, რომელმაც მას დახმარებისთვის წერილობით მიმართა. ამის უფლება საჯარო მოხელეს არ აქვს). ეს ყველაფერი ვაცნობეთ პროკურატურას.

- გაქვს იმედი, რომ პროკურატურა საქმე გამოიძიებს?

- ვერ გეტყვით, თუმცა წინა საქმეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არა. ეს არ ყოფილა პირველი მსგავსი ინციდენტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მხრიდან.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-24°
ქუთაისი 12°-28°
ბათუმი 16°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia