www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:22 12.06.2014
დღეს მსოფლიო 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება

ბრაზილიაში დღეს მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია ქალაქ სან პაულუში, "კორინთიანსის" სტადიონზე გაიმართება, რის შემდეგაც ერთმანეთს მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები და ხორვატია დაუპირისპირდებიან. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. ფინალური მატჩი კი 13 ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში, ლეგენდალურ "მარაკანაზე" გაიმართება. გახსნის ცერემონიალს 600-ზე მეტი მონაწილე ეყოლება, რომლებიც წარმოდგენას გიგანტური დიოდის ბურთის გარშემო გამართავენ. მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ სიმღერას – We Are one (ოლე ოლა) ჯენიფერ ლოპესი, პიტბული და ადგილობრივი ბრაზილიელი მომღერალი კლაუდია ლეიტე ასრულებენ. ცერემონიალს 60 000 ადამიანი დაესწრება, ტელევიზიით კი მას დაახლოებით მილიარდამდე ადამიანი უყურებს. 

გახსნით მატჩს მსოფლიოს 20 ლიდერი დაესწრება, მათ შორის ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

მუნდიალში მონაწილეობას 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს. ისინი შესარჩევი ეტაპის შედეგად გამოვლინდნენ, ბრაზილიას კი, როგორც მასპინძელ ქვეყანას, პირდაპირ ჰქონდა მონაწილეობის უფლება მოპოვებული. 

ჩემპიონატის ფარგლებში სულ 64 მატჩი ჩატარდება, რომელსაც ბრაზილიის ახალი ან რეაბილიტირებული 12 სტადიონი უმასპინძლებს. გუნდები "ბრაზუკას" სახელწოდების მქონე ბურთით ითამაშებენ. თამაშები შემდეგ ქალაქებში ჩატარდება: რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია, სან პაულუ, ფორტალეზა, ბელუ ორიზონტე, პორტო ალეგრი, სალვადორი, რესიფე, კუიაბა, მანაუში, ნატალი და კურიტიბა. 

სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალებები და ბუკმეკერული ორგანიზაციები მუნდიალის მთავარ ფავორიტად მასპინძელ გუნდს ასახელებენ, შემდეგ მოდიან: არგენტინა, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, ბელგია, პორტუგალია და ჰოლანდია. მათ გარდა, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ: ალჟირი, ავსტრალია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კამერუნი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, ხორვატია, ეკვადორი, განა, საბერძნეთი, ჰონდურასი, ირანი, კოტ დივუარი, იაპონია, მექსიკა, ნიგერია, რუსეთი, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, აშშ და ურუგვაი.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო ბრაზილიაში ასპარეზობის საშუალება არ მიეცათ მსოფლიოს ისეთ საფეხბურთო ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ფრენკ რიბერი (საფრანგეთი), რადამელ ფალკაო (პორტუგალია) და მარკო როისი(გერმანია). თუმცა, გულშემატკივარი მუნდიალზე იხილავს მსოფლიოს ორ საუკეთესო ფეხბურთელს – კრიშტიანუ რონალდუს (პორტუგალია) და ლიონელ მესის (არგენტინა), ასევე ნეიმარს (ბრაზილია), უეინ რუნის (ინგლისი), ლუის სუარესს (ურუგვაი), ანდრეს ინიესტას (ესპანეთი) და სხვებს. 

ჩემპიონატს წინ უძღვოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები. ბრაზილიის მოქალაქეები მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოყოფილ დიდი რაოდენობით თანხებს აპროტესტებდნენ. 

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია, რომელმაც 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის ფინალში ჰოლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ყველაზე მეტჯერ (ხუთჯერ) მსოფლიო თასი (ქალღმერთ ნიკეს თასი) ბრაზილიას აქვს მოპოვებული. ნიკეს თასის მფლობელები ასევე არიან: იტალია (4), გერმანია (3), არგენტინა (2), ურუგვაი (2), საფრანგეთი (1), ინგლისი (1) და ესპანეთი (1). 

ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ტურისტების მოზღვავებას ელოდება. როგორც ხელისუფლებაში მიიჩნევენ, ტურისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას 4 მილიონამდე ავა, რაც ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ სარგებელს მოუტანს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9573
EUR3.2746
GBP3.8572
RUB4.6197
თბილისი 0°-8°
ქუთაისი -1°-9°
ბათუმი 3°-8°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia