www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:07 13.06.2014
”მაგიდიდან და კარადიდან ჭურჭელი ცვივა და მწვანე პატარა კაცი მელანდებაო”
კვირის პალიტრა

”ბინის ბრალი არ არის! ბავშვი სადაც წავიდა, ცეცხლი იქაც გაჩნდა...”

”ათეისტი ვარ და ყველაფერს არასერიოზულად ვიღებდი, მაგრამ...”

”მაგიდიდან და კარადიდან ჭურჭელი ცვივა და მწვანე პატარა კაცი მელანდებაო”

რუსთავში, ფოჩხუების ბინაში, დღემდე გაურკვეველი მიზეზით ხანძარი ჩნდებოდა: თავდაპირველად, ნივთები 25 მაისს აალდა, ბოლოს კი 3 ივნისს. ძლიერი ხანძრის შედეგად, თითქმის მთელი ბინა დაიწვა. როგორც ამბობენ,მხოლოდ ის ოთახი გადარჩა, სადაც ხატები ესვენა. ოჯახის წევრების მონაყოლით, ოთახში არავინ იყო და ხანძარი თავისით ჩნდებოდა. ამჟამად, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი დიასახლისის - მადონას მშობლებთან ცხოვრობს, ”მისტიკური” ბინა კი დალუქულია და ექსპერტები მუშაობენ...

თავდაპირველად, ფოჩხუების კარის მეზობლად მცხოვრებ ბესიკ სულაშვილსვესაუბრე:

ათეისტი ვარ და ყველაფერს არასერიოზულად ვიღებდი, მაგრამ ამ ბოლო დროს აზრი შევიცვალე... ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, - თავად ვარ მომსწრე, როცა იქ რაღაც-რაღაცები თავისით იწვებოდა, ნივთებს ცეცხლი ეკიდებოდა, განსაკუთრებით - ფარდებს, ”საროჩკებს”, კაბებსო... არ მჯეროდა, რასაც ყველა ლაპარაკობდა..

თამარ შანიძე, მეზობელი:

- გვერდით სადარბაზოში ვცხოვრობ. ფოჩხუების ბინაში ცეცხლი უკვე 3-ჯერ გაჩნდა. პირველად ბავშვი ამბობდა, - მაგიდიდან და კარადიდან ჭურჭელი ცვივა და მწვანე პატარა კაცი მელანდებაო. დედა არ უჯერებდა - ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი ეგონა. თავდაპირველად, ცეცხლი ბალიშს, უჯრას, ოთახებს უჩნდებოდა. ბოლოს უკვე ბევრი რამ დაიწვა, ოღონდ - ხატების ოთახს ცეცხლი არ გასჩენია. მერე ადგნენ და საცხოვრებლად მადონას დედასთან გადავიდნენ. თურმე, იქაც ბავშვს დღეს ფეხსა და ხელებზე ცეცხლი წაჰკიდებია.

- ბავშვი საავადმყოფოშია?

- არა, ოჯახის წევრები სახლში ყოფილან და ცეცხლი მომენტალურად ჩაუქრიათ.

- ხატები სხვა ოთახებშიც არ დააბრძანეს?

- როგორ არა! ხატის დასვენებაც სცადეს, მაგრამ რა ვიცი, ჯერჯერობით, მხოლოდ ის ოთახი არ დამწვარა, სადაც ბევრი ხატია... წინათ, ბავშვს ”ამოუცნობი” არ ერჩოდა, ახლა მასაც ერჩის. გუშინ ღამით კი, მადონას მშობლების სახლში, სადაც ცოლ-ქმარ ფოჩხუებს ეძინათ, ფარდა 3 ადგილას ამომწვარა...

- უცნაურ ხანძარს რას მიაწერთ?

ზოგი ამბობს, - ”დამავოიაო”. რაღაც ამოუხსნელი მოვლენები ხდება. მამაოებიც ჰყავდათ მოყვანილი, რომლებმაც თქვეს, - ამის ახსნა ჩვენს ძალებს აღემატებაო. ბედს მინდობილები ვართ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9781
EUR3.3
GBP3.8549
RUB4.6712
თბილისი -2°-4°
ქუთაისი 5°-13°
ბათუმი 8°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia