www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:34 17.06.2014
მერსი სააკაშვილზე საუბრობს...
რეიტინგი.ჯი

ორი დღის წინ, ''კომედი არხზე'' გადაცემა ''ფეისნუკის'' შევავლე თვალი და ჰოი, საოცრებავ, ჩაცმული მერსი სულხანიშვილი ვნახე. კდემამოსილი მერსი ნუკის პირდაპირ სავარძელში იჯდა და ხელში წითელ ბიუსტჰალტერს ატიალებდა. როგორც შემდეგ გავარკვიე, მისთვის გამოუსადეგარი ნივთი ნუკიმ ოპერატორების დაჟინებული თხოვნით უსახსოვრა. ბიუსტჰალტერს უზარმაზარი ბოქლომი მოჰყვა, სავარაუდოდ გადაცემის მესვეურნი ამით მერსის სამომავლოდ მკერდის დამალვას სთხოვდნენ.

ამავე გადაცემაში მაშინ, როდესაც ნუკიმ მერსის ვანო მერაბიშვილის ფოტო აჩვენა და მის გემოვნებაზე კითხვა დაუსვა, სკანდალურმა ბლოგერმა ძველი მთვარობიდან მიშა სააკაშვილის გემოვნების მისამართით გამოხატა სიმპათია და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც საქართველოში აღარ არის, თვალს მოაკლდა, ტელვიზორის ჩართვა აღარ უნდა. 

მერსის დავუკავშირდით და ექსპრეზიდენტის შესახებ რამოდენიმე შეკითხვა დავუსვით.

- მერსი, ნუკი კოშკელიშვილის გადაცემაში გიყურეთ, ბიუსტჰალტერი გაჩუქეს ბოქლომით. გაიკეთე თუ საპატიო ადგილას ინახავ?

- (იცინის) საპატიო ადგილას შევინახე, რა თქმა უნდა, თავისი ბოქლომით. 

- გამოდის, არ ეღირსა შენ მკერდს საფარი…

- ჰო, არა და არა. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ისე კი, ჩემ მკერდს ყოველთვის ამშვენებს ბიუსტჰალტერი, როცა საჭიროა და ამას სამოსი მოითხოვს.

- გისმინე, ექსპრეზიდენტი ყველაზე გემოვნებიან პოლიტიკოსად რომ დაასახელე. იხუმრე თუ…?

- არ მიხუმრია, სრული სერიოზულობით ვთქვი. მიშა სააკაშვილი ერთ-ერთი პოლიტიკოსია მსოფლიოში, რომელმაც ზუსტად იცის როდის, სად და როგორ ჩაიცვას. 

- ამავე გადაცემაში მიშა სააკაშვილის დაბრუნებას მოითხოვდი, მთელი სერიოზულობით, თუ არ ვცდები…

- მოდი ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ზოგადად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მთავრობას ირჩევს ხალხი, თუ დღეს მთავრობას აღარ მართავს, ეს ხალხის გადაწყვეტილებაა. პოლიტიკოსობა რომ მდომებოდა, საერთაშორისოზე გავაგრძელებდი სწავლას.

- მაგრამ ნუკის გადაცემაში ხომ ითხოვდი მიშა სააკაშვილის დაბრუნებას?

- არაფერს არ ვითხოვ, უბრალოდ აზრი გამოვხატე, ის რომ, შეცდომების მიუხედავად ბევრი რამ კეთდებოდა. პოლიტიკაში არ ვერევი, ახლაც ცვლილებები ხორციელდება უკეთესობისკენ. ეს კარგია. გადაცემა შოუა, ასე რომ…

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-24°
ქუთაისი 12°-29°
ბათუმი 16°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia