www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:58 18.06.2014
ბიძის მიერ 4 წლის დისშვილის მკვლელობის დეტალები
კვირის პალიტრა
ფსიქიკურად დაავადებულმა ბიძამ დისშვილს შანდალი თავში მაშინ ჩაარტყა, როცა გოგონა იჯდა და ხატავდა… 

"ბავშვი იჯდა და ხატავდა, ბიძამისიც გვერდით ეჯდა... დედა აივანზე გავიდა და მაშინ მოხდა ყველაფერი"

"თავი დაანებე, ეგ ცაში წავიდა და ახლა მეც მივდივარო. აიღო დანა და მკლავში და ყელში ჩაირტყა"

თბილისში, მოსკოვის პროსპექტის ქინძმარაულის უბანი შოკშია, - იქნებ ტრაგედიები ჩვეულებრივი გახდა, მაგრამ არა ასეთი, - აქ ერთ-ერთ კორპუსში 30 წლის ბიძამ 4 წლის დისშვილს, თავში შანდალი ისეთი ძალით ჩაარტყა, რომ სისხლმა ჭერზე აასხა. ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. ენითაღწერელმა ტრაგედიამ არა მხოლოდ ადგილზე მისული სასწრაფო დხმარების ბრიგადის წევრები, არამედ მთელი უბანი აატირა, - ყველა ბავშვი ულამაზესია და ნინაც ულამაზესი იყო. გოგონა ამ უბნის თვაწინ გაიზარდა. საბავშვო ბაგა-ბაღშიც აქვე დადიოდა… 

როგორც გარდაცვლილი ბავშვის ახლობელები ამბობენ, ტრაგედია, რომელმაც ოჯახის უდანაშაულო მსხვერპლი შეუწირა, დიდი ხნის წინ ნარკოტიკით დაიწყო და ოჯახის უკვე მეორე წევრი შეიწირა… 

მ. კ. გარდაცვლილის ახლობელი: 

- ბავშვის დედას მხოლოდ ეს ერთადერთი ძმა ჰყავს, რომელმაც შვილი მოუკლა. ახლა ბავშვის მშობლები ხომ გაუბედურდნენ, ბავშვის ბებიის ცოდვით ქვებიც დუღს: ენითაუწერლად კარგი ვაჟი ჰყავდა, ბატუტზე ხტომაში ჩემპიონიც კი გახდა, მაგრამ ვიღაცა ნაძირალამ ჩაითრია და ნარკოტიკი გაასინჯა. არ ვიცით, რა ნარკოტიკი იყო, მაგრამ ბიჭი სამუდამოდ დაღუპა, - სულ რამდენიმე დღეში ფსიქიკურად ისე დაავადდა, მშობლებმა ვეღარაფერი უშველეს. მამამისი, ახალგაზრდა კაცი, შვილის დარდს გადაჰყვა, - როგორია, ზრდი, ულამაზესი ვაჟკაცი შვილი გყავს, შეჰხარი და უეცრად შეიშლება, სულ სხვა ვინმე გახდება!

ოჯახის უფროსი რომ გარდაიცვალა, ოჯახს რაღა შემოსავალი უნდა ჰქონოდა, - წაიყვანდა ბიჭს დედამისი საავადმყოფოში, გაატარებდნენ იქ 2-კვირიან სამკურნალო კურსს და გამოუშვებდნენ უკან. ამ მკურნალობის შემდეგ თითქოს დაწყნარდებოდა და მერე ისევ იწყებდა. გამოიძახებდა საცოდავი დედამისი პატრულს, დაიჭერდნენ და მიჰყავდათ საავადმყოფოში. რამდენჯერ გვიტირია ამ სცენის შემყურეს, - ყვიროდა, არაფერი არ მტკივა, სად მიგყავართო. თუმცა, დედამისი ამბობდა, რაც თამუნას შვილი გაუჩნდა, თითქოს ბავშვმა შეცვალა, ისეთი აგრესიული აღარ არის, ბავშვი ძალიან შეუყვარდაო… მაგრამ ეტყობა იმდენად შეუყვარდა, რომ მის თავში რაღაც მოხდა, - ყველა ბავშვი ტირის ხოლმე ან ავად ხდება, იქნებ ბიძას ასე რომ უყვარდა, ვინ იცის თავში რა აზრები მოდიოდა, იქნებ ეცოდებოდა, როცა ბავშვი ატირდებოდა ან ავად გახდებოდა, - ბოლო დროს სულ იმაზე ლაპარაკობდა თურმე, - ბავშვები არ უნდა იბადებოდნენ, დედამიწაზე არ უნდა ცხოვრობდნენ, მაგათი ადგილი ცაშიაო… 

- როგორ მოხდა უბედურება?

- ბავშვი იჯდა და გასაფერადებელ ნახატებს აფერადებდა, ბიძამისიც გვერდით ეჯდა და ისიც ხატავდა… ბავშვის დედა სულ რამდენიმე წამით აივანზე გავიდა,ადგა ის უბედური, აიღო შანდალი და ისე ჩაარტყა ბავშვს თავში, რომ სისხლმა ჭერზეც აასხა. ის ადგილიც სულ მოსვრილია სისხლით, სადაც ბავშვი დაეცა. როცა მისი უბედური და შევარდა ოთახში, შვილს მივარდა და სულს უბერავდა, - ძმამ უთხრა: თავი დაანებე, ეგ ცაში წავიდა და ახლა მეც მივდივარო. აიღო დანა და მკლავში და ყელში ჩაირტყა… სასწრაფომ უშველა, თორემ ისიც მოკვდებოდა…

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9738
EUR3.2902
GBP3.7027
RUB4.6406
თბილისი 17°-27°
ქუთაისი 16°-29°
ბათუმი 15°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia