www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:19 14.05.2014
წითელი კაბა: როგორ და რასთან ერთად მოვირგოთ...

როგორც წესი, ქალბატონები, ძირითადად, თავს იკავებენ წითელი კაბის შეძენისგან. ეს კი ძალიან ცუდია, რადგან წითელ კაბას შესწევს ძალა ქალბატონის სხეულის დადებით მონაცემებს უნიკალურად გაუსვას ხაზი. ამასთანავე, აუცილებელია ქალბატონმა იცოდეს, რომ წითელი კაბის მორგების შემდეგ, აუცილებლად მიიპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ამიტომ, საჭიროა ქალმა გარკვეულ დეტალებზე გაამახვილოს ყურადღება. აუცილებელია, რომ ქალი წითელ კაბაში თავს კომფორტულად გრძნობდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში აღიქვამს გარე საზოგადოებაც მის შარმსა და შთამაგონებლობას.

წითელი კაბის შეძენისას, კრიტიკულად შეაფასეთ წითელი ფერის ტონალობები. ამასთანავე, დიდი ყურადღება მიაქციეთ კაბის ფორმასაც. განსაზღვრეთ, რა საქმისთვის უნდა შეიძინოთ აღნიშნული ტანისამოსი და მხოლოდ კარგად დაფიქრების შემდეგ გადადგით ნაბიჯი. მაგალითად, თუ კაბას სამსახურისთვის არჩევთ, მაშინ სასურველია, რომ იგი სრულიად სადა ვიზუალის მქონე იყოს და სიგრძე, მუხლს ოდნავ ქვემოთ სწვდებოდეს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლოა თავს უფლება მისცეთ და ღია ფერის ტანისამოსი მოირგოთ. მთავარია ეს ყველაფერი გარშემომყოფთათვის გამაღიზიანებელი არ იყოს. განსაკუთრებულ შემთხვევებში კი ექსტრევაგანტული მოდელებაც შეგიძლიათ შეიძინოთ. მისაღებია ორიგინალური, მაგრამ არა ვულგარული დეტალები. წითელი კაბა იძლევა საშუალებას ქალი სექსუალურად და შთამაგონებლად გამოიყურებოდეს, მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება გადამეტების შემთხვევაში სასურველ მიზანს ვერ მიაღწიოს სუსტი სქესის წარმომადგენელმა. აღსანიშნავია, რომ წითელი ფერის სხვადასხვა ტონალობები სხვადასხვაგვარად უსვამს ხაზს ქალბატონის გარეგნობას. ამიტომ ფერების შერჩევისას, ქალი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს და უნდა გაითვალისწინოს საკუთარი კანის ფერი. ღია ფერი კანზე, შეუდარბლად გამოიყურება მშვიდი, მუქი ფერის ტონალობები. მუქი ფერის კანის შემთხვევაში, ქალს შეუძლია მოირგოს ღია, ხალისიანი ტონალობის წითელი კაბა. არც ფიგურის პროპორციის მივიწყება შეიძლება.

დაბალი გამხდარი ქალბატონებისთვის შეუდარებელია ღია ფერის წითელი კაბები. იმისათვის რომ ყურადღება არ მიიქციოთ თქვენი სხეულის ნაკლებზე, ეცადეთ სხეულის დადებითი მახასიათებლები გამოკვეთოთ.

ქალბატონების გარკვეული ნაწილი, წითელი კაბის შერჩევისას უპირატესობას უბრალო მოდელებს ანიჭებს. ასეთი შეხედულებისა და დამოკიდებულების გაკრიტიკება ნამდვილად არ შეიძლება. წითელი ფერის კაბა ნებისმიერი დეტალისა და გაფორმების გარეშეც კი იქცევს ყურადღებას, აქედან გამომდინარე მისი გადატვირთვა ზედმეტი აქსესუარებით ნამდვილად არ არის საჭირო. ყველაზე კარგი არჩევანია, თუ შეიძენთ სადა, მარტივ და უბრალო შესახედაობის მოდელს. გახსოვდეთ, რომ ასეთი კაბა თქვენს გარეგნობაზე გაამახვილებს ყურადღებას. რა თქმა უნდა ისევე როგორც ნებისმიერ ტანისამოსს, წითელ კაბასაც განსაკუთრებული დაკვირვებით უნდა შეურჩიოთ ფეხსაცმელი და ჩანთა.

აუცილებელი მოთხოვნაა, რომ აქსესუარებიც არ იყოს ზედმეტად რთული სტრუქტურის მქონე. არ ღირს წითელ კაბასთან ერთად ზედმეტად ბევრი აქსესუარების მორგება. განსაკუთრებით იყვირებს დიდი, მეტალის დეტალები. კარგი იქნება თუ შეარჩევთ წვრილი დეტალებისგან შექმნილ აქსესუარებს.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი, მაკიაჟი გახლავთ, რომელიც აუცილებლად უნდა ერწყმოდეს კაბის სტილსა და ფერს. თუ მუქი ფერის თვალის ჩრდილებს შეარჩევთ, მაშინ ტუჩის საცხი რაც შეიძლება ღია ფერის უნდა იყოს და პირიქით.

და საბოლოოდ, წითელი კაბის მორგებისას, ეცადეთ რაც შეიძლება ბუნებრივები იყოთ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. წითელ კაბაში გამოწყობილ ქალბატონს, არ აქვს უფლება საკუთარ სილამაზესა და მშვენიერებაში ეჭვი ეპარებოდეს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6981
EUR3.0359
GBP3.5094
RUB4.2361
თბილისი 3°-16°
ქუთაისი 5°-17°
ბათუმი 8°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia