www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
08:02 28.05.2014
გიჟური დიეტები, რომლებმაც ცნობილი ადამიანები შეიწირა
რეიტინგი.ჯი

რით იხდუნებდნენ თავს ძველად, წლების განმავლობაში? რა უკიდურეს ზომებსა და ფორმებს მიმართავდნენ? ფაქტები ნამდვილად გაგაოცებთ.

ინგლისელმა პოეტმა ჯორჯ გორდონ ბაირონმა XIX საუკუნის დასაწყისში ევროპული სალონები დაიპყრო არა მხოლოდ თავისი რომანტიკული სტროფებით, არამედ ბოჰემური ცხოვრების სიყვარულითაც. ახალგაზრდა ლორდი მონაწილეობდა ორთაბრძოლებში, სვამდა, თამაშობდა ბანქოს... მერე კი ფორმის შესანარჩუნებლად და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლადაც მოუხდა ბრძოლა. მართალია, იმ დროს გასახდომად უკვე იყენებდნენ თაგვის შაქარს (დარიშხანს), ტყვიას, ბაირონი პირველი იყო, ვინც ე.წ. ''საავტორო დიეტა'' შემოიღო, რომელსაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. 

აქტიურ სტადიაში მისი გახდომის მეთოდი გულისხმობდა დიდი რაოდენობით ძმრიანი წყლის მიღებას. ნებისმიერი სხვა საკვები იმ დღეებში იკრძალებოდა. როცა სასურველ წონას მიაღწევდა, პოეტი კვებაზე გადადიოდა, რომელიც იმავე ღვინის ძმარში ამოვლებული კარტოფილისგან, რამდენიმე ბისკვიტისა და ერთი ფინჯანი ჩაისგან შედგებოდა. გარდა ამისა, თუ დიეტის დროს ბაირონი არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, ე.ი. შინ იჯდა საბნებში გახვეული, რომ ოფლი დაეღვარა. საბოლოოდ, მუდმივი დიეტებით თავის ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენა და გამუდმებით ბულიმიისა და ანორექსიის ზღვარზე იყო. გარდა ამისა, ძმრის ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმს კალცს აცლიდა, კბილები იშლებოდა, ძვლები მტვრევადი ხდებოდა და იმუნიტეტიც ქვეითდებოდა. 

მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ჰორეის ფლეტჩერმა შეიმუშავა დიეტური დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი კერძი, მათ შორის თხევადიც კი, მინიმუმ ასჯერ უნდა დაღეჭო. გახდომისა და სიჯანსაღის ახალი საშუალება ოკეანის ორივე მხარეს აიტაცეს და ამ მეთოდს დღესაც ჰყავს მიმდევრები. ფლეტჩერიზმის მიმდევრები ბლომად იყვნენ - მწერალ ფრანც კაფკადანმულტიმილიონერ ჯონ როკფელერამდე. ბოლოს და ბოლოს, გაჩნდა რეკომენდაციები, რომ ასე ძნელად მომზადებული საკვები კი არ უნდა გადაეყლაპათ, უნდა გადმოეფურთხებინათ - თითქოსდა ხანგრძლივი ღეჭვისას მთელი სასარგებლო თვისებები ისედაც ეცლება საკვებს და წვენის სახით ჩადის ორგანიზმში, დანარჩენი კი უსარგებლო შლაკებიაო. 

კინემატოგრაფის ეპოქაში, 20-30-იან წლებში, მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცოდა თამბაქოს სასიკვდილო მავნებლობის შესახებ და ეკრანის ვარსკვლავების პარალელურად, ქალები თუ კაცები, სიგარეტს მიეძალნენ, მით უმეტეს, რომ მაშინვე დამკვიდრდა მოსაზრება თამბაქოს გასახდომ ''უნარზე'' - ის მადას აქვეითებს და საკვების მაგივრობას უწევს ადამიანსო. ასე, თამბაქოს კვამლში კილოგრამების გაქრობის მოლოდინში ეწეოდნენ სიგარეტს გრეტა გარბო დამარლენ დიტრიხი და ასეთივე ''მაგალითს'' აძლევდნენ თანამედროვეებს. 

მერილინ მონრო ადრეული ახალგაზრდობიდან მისდევდა დიურეტიკულ დიეტას, რომლის ძირითადი კომპონენტები იყო გრეიპფრუტი და შავი ყავა. მერილინის კვალდაკვალ ბევრი ამერიკელი ქალი იყენებდა მხოლოდ ამ პროდუქტებს და ხდებოდა რამდენიმე დღეში. იმავე პერიოდში გამოჩნდა მედიკამენტები - ფარმაკოლოგებმა კარგად შენიშნეს, რომ ადამიანები გასახდომად ყველაფერზე ოცნებობდნენ და სხვადასხვაგვარი აბები მოიგონეს: გასახდომად, ცხიმების დასაწვავად და მადის დასაქვეითებლად. რასაკვირველია, ამგვარი მედიკამენტები ახლაც აქტიურად იყიდება, თუმცა არც ერთი წამალი არ არის ისეთი, რომ რაიმე გვერდითი მოვლენა და უკუჩვენება არ ჰქონდეს... 

''მძინარე მზეთუნახავის დიეტა'' ასევე მედიკამენტებზე იყო დაფუძნებული, თუმცა საკმაოდ საშიში - ქალები საძილე პრეპარატებს იღებდნენ და დიდხანს ეძინათ, რომ ნაკლები დრო დარჩენოდათ კვებისთვის. ასე, ძილში ხდებოდნენ, თუმცა ერღვეოდათ დღის რეჟიმი, უზიანდებოდათ ფსიქიკა და ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებდნენ.

იმავე პერიოდში აქტუალური იყო გახდომა ჭიებით. თურმე, ამ ფორმას ახლაც მიმართავენ. ჩვეულებრივი პარაზიტი ჭიები აზიური ქვეყნებიდან არალეგალურად ჩამოჰქონდათ და ყლაპავდნენ. გადაყლაპვიდან სულ რამდენიმე თვეში პაწაწინა ჭიაყელა 4-6 მეტრის სიგრძის ჭიად იქცეოდა, ნაწლავში კარგად ბინავდებოდა და ''უფროსი მეგობრის'' მიერ მირთმეულ საკვებს შთანთქავდა. ჭიის პატრონს მადა ემატებოდა, თუმცა წონა - არა. პირიქით, საშინლად ხდებოდა და ილეოდა. 3-4 თვის შემდეგ სოლიტერი ორგანიზმიდან გამოჰყავდათ, თუმცა ყოველთვის ადვილი არ იყო. თანაც, ჭია გახდომასთან ერთად ბევრ ცუდ შედეგს იწვევდა, მთლიანად ანგრევდა ნივთიერებათა ცვლას, იმუნიტეტს, ადამიანს წონასთან ერთად აკლდებოდა თმა, კბილები, ჯანმრთელობა. 

''ჭიის დიეტასაც'' ჰყავდა თავისი ''ვარსკვლავი'' - მაგალითად, ოპერის მომღერალიმარია კალასი, რომელმაც რამდენიმე თვეში თითქმის 40 კილოგრამი დაიკლო. თუმცა სასურველმა სიგამხდრემ ბედნიერება ვერ მოუტანა - ხმა დაკარგა, ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს, არისტოტელე ონასისს დაშორდა და მოულოდნელად, საიდუმლო ვითარებაში 54 წლისა გარდაიცვალა. 

ბოლო დროს ჰოლივუდში პოპულარულია პლაცენტის აბები - მსახიობმაჯენიუერი ჯონსმა აღიარა, რომ შვილის დაბადების შემდეგ დაუკვეთა თავისი მომყოლის დანაწევრება და თითქმის მთელი წელი მას, ფხვნილად ქცეულს, კაფსულების სახით იღებდა. მისი თამამი აღიარების შემდეგ ჯენიფერ ენისტონმაც განაცხადა, რომ სილამაზესა და მოხდენილობას პლაცენტის დიეტით იცავდა - ოღონდაც, რაკი თვითონ არ გაუჩენია, სხვათა პლაცენტის ნდობა უწევს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6975
EUR3.0347
GBP3.5041
RUB4.2277
თბილისი 3°-13°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 8°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia