www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:24 09.06.2014
ვარსკვლავური არომატები, ანუ როგორ იბადებიან ლეგენდები

დღეისათვის ვარსკვლავურ სამყაროში განსაკუთრებით პოპულარული საკუთარი არომატების შექმნა გახდა. ბევრი ცნობადი სახე იბრძვის იმისთვისაც, რომ ამა თუ იმ პარფიუმერული მარკის სახე გახდეს, მაგრამ ეს ყველას არ გამოსდის. ვარსკვლავური არომატები – არომატები, რომლებიც შექმნეს ვარსკვლავებმა ან არომატები, რომლის შექმნაც მწარმოებელს ცნობილმა ადამიანმა შთააგონა. რომელია ყველაზე ცნობილი ვარსკვლავური არომატი?

პირველი პარფიუმი, რომელიც ვარსკვლავის შთაგონებით შეიქმნა

ვარსკვლავური არომატები დიდი ხანია იქმნება. ბევრმა ცნობილმა მსახიობმა, როგორებიც არიან, მერლინ მონრო, მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, შთააგონეს პარფიუმერებს ახალი არომატების შექმნა. თავად ცნობილი ადამიანები კი არ იზარებენ საკუთარი სუნამოების რეკლამირებას. ელიზაბეთ ტეილორი იყო ვარსკვლავი, რომლისთვისაც პირველად შექმნეს სუნამო. მან გააფორმა კონტრაქტი, ბრენდ „Elizabeth Arden“–თან და მსოფლიომ ორი ახალი პარფიუმი იხილა: „შავი მარგალიტი“ და „თეთრი ბრილიანტი“.

სუნამოები ბრიტნი სპირსისგან და სარა ჯესიკა პარკერისგან

საკუთარი სუნამოებით დღეისათვის ბევრი ვარსკვლავი ამაყობს. აღსანიშნავია, რომ ბრიტნი სპირსის პატივსაცემად შეიქმნა სუნამოები, „Curious“ და „Fantasy“, სარა ჯესიკა პარკერმა კი აღნიშნულ სუნამოებზე გარკვეული უფლებები იყიდა. ამ სუნამოების არომატს მსახიობმა საფრანგეთის ერთ–ერთ პატარა პარფიუმერულ მაღაზიაში მიაგნო, მოეწონა და საკუთარი სუნამოს შექმნა გადაწყვიტა. ახლა კი იგი ცნობილია სახელწოდებით, „Lovely“. მსოფლიო სავაჭრო ცენტრებში გამოჩენის შემდეგ, სუნამომ შემქმნელს აღიარება და დიდი შემოსავალი მოუტანა.

არომატები ჯენიფერ ლოპესისგან

საკუთარი არომატები, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ, ჯენიფერ ლოპესსაც გააჩნია. მან ორი პარფიუმი შექმნა. სუნამო „Glow“ შეიქმნა ახალგაზრდა გოგონებისთვის, არომატი „Still“ კი საქმიანი ქალბატონებისთვის. თავად მსახიობი აღნიშნავს, რომ საპარფიუმერო საქმიანობა ძალიან მოსწონს და სამომავლოდ ამ სფეროში სურს მოღვაწეობა.

 სარეკლამო კამპანიები ვარსკვლავების მონაწილეობით

ვარსკვლავებს შორის პრესტიჟულად ითვლება, ამა თუ იმ ბრენდის სარეკლამო კამპანაშია მონაწილეობის მიღება, ეს განსაკუთრებით სუნამოებს ეხება. ლივ ტაილერი გახდა სუნამოს, „Very Irresistible Sensual“–ის სახე, რომელიც მოდურ ბრენდს „Givenchy“–ს ეკუთვნის. სელმა ჰაიეკმა კი კომპანია „ეივონი“ შთააგონა და აღნიშნულმა ბრენდმა, სუნამოების მთელი სერია შექმნა, სახელწოდებებით, „დღეს“, „ხვალ“, „მუდამ“.

ყველაზე ცნობილი სარეკლამო რგოლები

ცნობილი ადამიანები, არც თუ ისე იშვიათად გვხვდებიან სუნამოების სარეკლამო კამპანიებში. სარეკლამო რგოლები კი ხშირ შემთხვევაში ძალიან გავს კინოინდუსტრიის შედევრებს. ეს გასაკვირი არ არის, მათ ხომ საკმაოდ ცნობილი რეჟისორები იღებენ. მაგალითად, ფილმების, „მულენ რუჟი“–სა და „რომეო და ჯულიეტა“–ს შემქმნელმა, ბაზ ლურმანმა გადაიღო სარეკლამო რგოლი, „Chanel № 5“–ისთვის, რომელშიც ნიკოლ კიდმანი მონაწილეობდა. რგოლში ნაჩვენებია, ღარიბი მწერლისა და მდიდარი გოგონას სიყვარულის პატარა ისტორია, რომლებიც ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. თავად ნიკოლ კიდმანი ბედნიერი იყო, აღნიშნული სუნამოს სახე რომ გახდა. არანაკლებ საინტერესოა სარეკლამო ბმული შარლიზ ტერონის მონაწილეობით, რომელიც „დიორის“  „J’Adore“–ზეა.

 სირთულეები თანამშრომლობაში

იყო ცნობილი პარფიუმერული მარკის სახე, არც თუ ისე ადვილია. პარფიუმერებს სრულიად უბრალოდ შეუძლიათ ვარსკვლავების დათხოვნა, თუ ეს უკანასკნელი კონტრაქტის რომელიმე პუნქტს დაარღვევს. მაგალითად, ფრანგი მსახიობი, ემანუელ ბეარი დაითხოვეს მოდური ბრენდის, „დიორის“ სარეკლამო კამპანიიდან. ყოველივე კი იმის გამო მოხდა, რომ იგი ერთ–ერთ შეხვედრაზე მაკიაჟის გარეშე მივიდა. პარფიუმერებმა ჩათვალეს, რომ მსახიობმა ასეთი ქმედების გამო, რეკლამის მიერ მომხდარი ფურორი გააქარწყლა. „ლანკომმაც“ შეწყვიტა კონტრაქტი უმა თურმანთან. პარფიუმერების აზრით, იგი საკმაოდ ასაკიანი აღმოჩნდა სუნამო „სასწაულისთვის“. „შანელიც“ დაემშვიდობა კეიტ მოსს, როცა გაიგო, რომ მსახიობი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელია. ახლა ლეგენდარული სუნამოს, „კოკო მადმუაზელის“ სარეკლამო კამპანიის სახე, კირა ნაითლია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვარსკვლავებისა და პარფიუმერების თანამშრომლობის შედეგი შეუდარებელი და მიმზიდვლია. შოუ–ბიზნესი და პარფიუმერია ერთმანეთისთვის არის შექმნილი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6981
EUR3.0359
GBP3.5094
RUB4.2361
თბილისი 3°-16°
ქუთაისი 5°-17°
ბათუმი 8°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia