www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:18 12.06.2015
გიორგი კაპანაძე: ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ინტერნეტ მედიის ძალას ვერ იყენებენ
ნინია ლაღიძე

მედია ჰოლდინგ „დრონი.ჯი“-სა და „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი, მედია-მენეჯერი გიორგიკაპანაძე, „პრესა.ჯი“-ს ახალპროექტებსა და ბიზნეს-გეგმებზე ესაუბრა.  

მის კომპანიებში, რომლებიც სხვადასხვა პოპულარულ მედია-რესურსებს აერთიანებს, როგორც ჩანს, მალე მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება.

 - presa.ge, droni.ge, itv.ge, people.ge, sportline.ge… უკვე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პორტალებია ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, გეგმავთ თუ არა, ახალი მედია-პროექტების განხორციელებას?

 - ცხადია, გვაქვს ახალი პროექტები, რომელთა განხორციელება ეტაპობრივად მოხდება. სამი ახალი ინტერნეტ პორტალი უკვე „გზაშია“, რომელიც ჩვენი აზრით, საინტერესო სიახლე იქნება ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.

 ამ ეტაპზე, დეტალებს ვერ გავამხელ, თუმცა, როგორც კი ეს პროექტები ჩაეშვება, დარწმუნებული ვარ, მალე მოიპოვებს პოპულარობას.

 იცით რომ ჩვენი ყველა ინტერნეტ-მედია რესურსი მაღალრეიტინგულია, რაც პირველ რიგში, ჟურნალისტების, რედაქტორებისა და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად და დაუღალავად მუშაობენ, მიუხედავად სხვადასხვა სახის პრობლემებისა და ეკონომიკაში შექმნილი კრიზისისა.

 მნიშვნელოვანია რომ ჩვენი საიტების რეიტინგების შემოწმება ყველას შეუძლია, რადგან „ტოპ.ჯი“-ზე ღია გვაქვს ე.წ. „დეტალური სტატისტიკა“. პარალელურად, ჩვენი საიტების რეიტინგებს ითვლის „google analytics“-ი.

 რატომ? იმიტომ რომ დასამალი არაფერი გვაქვს, რადგან ვიცით რომ ჩვენი რეიტინგები არის რეალური და არა, ხელოვნურად გაზრდილი.

 - ვრცელდება ინფორმაცია რომ დიდ მედია ჰოლდინგს ქმნით, სადაც არა მხოლოდ ინტერნეტ პორტალები, არამედ ტელევიზია და რადიოც გაერთიანდება...

 - დიახ, გვაქვს ასეთი გეგმა და ვიმედოვნებ რომ ჩვენი გეგმების განხორციელების გზაზე ხელოვნური ბარიერები არ შეიქმნება.

 პროექტები, რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ, საკმაოდ ბევრ ადამიანს დაასაქმებს. მართალია, ამით უმუშევრობის პრობლემა არ გადაიჭრება, თუმცა, რამდენიმე ათეულ ოჯახს შეუმსუბუქდება ცხოვრება და გაუჩნდება დამატებითი შემოსავალი.

 - რადიოსა და ტელევიზიას ფინანსები სჭირდება. როგორ აპირებთ თანხის მოძიებას?

 - ძირითადად ბანკების დახმარებითა და ჩვენი კომპანიების შემოსავლებით. მე რისკის არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ წარმატებაში იმ ფონზეც კი, როცა ქართულ ეკონომიკაში არაპროგნოზირებადი მდგომარეობაა.

 მინდა ამერიკაში მიღებული გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენო, გავითვალისწინო ჩემი შეცდომები და კიდევ უფრო სწრაფად ავუღოთ ალღო თანამედროვე მოთხოვნილებებს.

 ამიტომ, ვიმედოვნებ რომ ჩვენი მედია პროექტები, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყოფს ტოლერანტობასა და ქვეყნის დასავლური კურსის განმტკიცებას.

 ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოში საქართველოს გაერთიანება მაშინ, როცა სხვადასხვა სახის პრორუსული ორგანიზაციები „გეორგიევსკის ლენტებით“ დარბიან, ხოლო ოკუპანტი რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

 აუცილებელია ყველამ გავიაზროთ ისიც რომ ადამიანი არ უნდა შევურაცხყოთ კანის ფერის, სოციალური მდგომარეობის, ეროვნული წარმომავლობის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებისა თუ არჩევანის გამო.

 - მედია ხშირად ასოცირდება ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან. როგორ შეძლებთ პოლიტიკური გავლენებისგან თავის დაღწევას?

 - სინამდვილეში, პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს. არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და პოლიტიკოსობას არც მომავლში ვაპირებ.

 მე ბიზნესით ვარ დაკავებული, ვასაქმებ ადამიანებს და ვქმნი სამუშაო ადგილებს. შესაბამისად, ჩვენ კომპანიებს საკმაოდ სოლიდური თანხები შეაქვს ბიუჯეტში, რაც მახარებს და მავსებს რწმენით, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცემთ სამსახურს.

 ჩემ თანამშრომლებთან ერთად ვამაყობ იმით რომ ბიუჯეტს ვავსებთ, რითაც პირველ რიგში, სახელმწიფოსა და მის ფინანსურ სტაბილურობას ვეხმარებით.

 - თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, რომელმაც საქართველოში ინტერნეტ მედიის მნიშვნელობა დაინახეთ და მის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილიც შეიტანეთ

 - არა, მე არ ვიყავი ერთადერთი, რომელმაც ქართული ინტერნეტ მედიის მნიშვნელობა დაინახა. ეს პროცესი საკმაოდ ადრე დაიწყო და მასში ინტერნეტ პროვაიდერები მონაწილეობდნენ. თუმცა, მაშინ, ინტერნეტ მედია თითქმის არ იყო გავლენიანი.

 მოგვიანებითკი, როცა სოციალური მედია პოპულარული გახდა, “ფეისბუქი” შეიქმნა და მისმა გავლენამ ამერიკიდან საქართველომდეც ჩამოაღწია, ქართულმა ინტერნეტ მედიამ გაცილებით სწრაფად დაიწყო განვითარება.

 ამ პროცესს, ცხადია, ჩვენც შევუწყვეთ ხელი სხვადასხვა პოპულარული ინტერნეტ რესურსის შექმნით, იმ პროფესიონალი ჟურნალისტების, რედაქტორების, ოპერატორების, მემონტაჟეების, IT სპეციალისტებისა თუ რეკლამის მენეჯერების დახმარებით, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ.

 თუმცა, ინტერნეტ მედიის ძალას ჯერ კიდევ ვერ მიხვდნენ ქართველი ბიზნესმენები. მათ ბოლომდე ვერ გაიაზრეს რომ ზოგჯერ, სატელევიზიო რეკლამებში უზარმაზარი თანხების ჩაყრას, ინტერნეტში აქტიური სარეკლამო კამპანია სჯობია.

 ქართული ბიზნესის ნაწილი საერთოდ არ აქტიურობს ინტერნეტ პორტალებსა თუ სოციალურ ქსელებში მაშინ, როცა მსოფლიო ბიზნეს-ტრენდები, თავიანთი პროდუქციის სოლიდურ ნაწილს სწორედ ინტერნეტ-რეკლამის წყალობით ჰყიდიან.

 ასე რომ, დადგა დრო, ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი გამოვიდეს ძველი ყაიდის მიდგომებიდან და გაცილებით მეტი ფული დახარჯოს ინტერნეტში.

 ბიზნეს-კომპანიის მარკეტინგის მენეჯერებმაც უნდა გააცნობიერონ ინტერნეტ მედიის შესაძლებლობები.

 სატელევიზიო რეკლამების შემცირების პროცესი, ბევრი ფაქტორის გამო, მალე შეუქცევადი გახდება, რასაც ხელს ის ხელოვნური კანონებიც უწყობს, რომლებიც ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ტელევიზიების შემოსავლების შემცირების მიზნით მიიღო.

 - ქართველი პოლიტიკოსები ქართველ ბიზნესმენებზე წინ არიან? ისინი აქტიურად ჩნდებიან სხვადასხვა ინტერნეტ-პორტალებზე

 - შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა, მიუხედავად „გამონათებებისა“, ჩვენთან, ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ინტერნეტის ძალას ბოლომდე ვერ იყენებს. განსხვავებით ამერიკელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სულ უფრო მეტად ცდილობენ აღმოჩნდნენ ინტერნეტ პორტალებისა და სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში.

 თავის მხრივ, მსოფლიო მედია-ბრენდები დღეს ბევრად უფრო დიდ რესურსს ხარჯავენ თავიანთ ინტერნეტ გამოცემებზე, ვიდრე რამდენიმე წლისწინ.

 რატომ? იმიტომ რომ ახლა, სოციალური მედია და ინტერნეტ პორტალები ინფორმაციის გავრცელების ყველაზეს წრაფი, მოხერხებული და თანამედროვე საშუალებებია.

 შესაბამისად, მათი გავლენა საზოგადოებასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება.

 იტალიელი კომიკოსის, ბეპე გრილოს თქმით, რომელმაც თავისი „ერთ კაციანი პარტიითა“ და ძირითადად ინტერნეტ-მედიის წყალობით, ამომრჩეველთა თითქმის 25 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა, სოციალური მედია არ არის მხოლოდ ძალა, რომელიც კიბერ-სამყარომ შექმნა. ის ერთობაა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9738
EUR3.2902
GBP3.7027
RUB4.6406
თბილისი 16°-26°
ქუთაისი 16°-30°
ბათუმი 17°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia