www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:33 30.06.2016
კია მოტორსი ავტოინდუსტრიაში ხარისხის მაჩვენებლით რიგით პირველ ადგილზე დასახელდა (წყარო - J.D. Power)
კია არ დაკმაყოფილდა ლიდერობით დიზაინის, ხარისხისა და ტექნოლოგიის კატეგორიაში, და ის კვლავ აგრძელებს სიმაღლეების დაპყრობას ავტოინდუსტრიაში. 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად  J.D. Power-მა (კომპანია, რომელიც იკვლევს ავტომფლობელების კმაყოფილებას) დაადასტურა კიას პირველობა ხარისხის კატეგორიაში  33 კონკურენტს შორის.

უკვე 30 წელია, რაც J.D. Power’s Initial Quality Study (IQS ) ყოველწლიურად აანალიზებს ავტომობილების  მომხმარებლების პასუხებს 26 სხვადასხვა სეგმენტში. IQS კვლევა ტარდება ავტომფლობელების პასუხების საფუძველზე, რომლებიც აფასებენ ავტომობილის კომფორტს მართვისას, ძრავისა და სიჩქარეთა გადაცემათა კოლოფის მუშაობას და ხარისხთან დაკავშირებულ სხვა მრავალ  დეტალს მანქანის საკუთრებიდან პირველი 90დღის განმავლობაში.

ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 27 წლის განმავლობაში, როდესაც ავტოინდუსტრიის ტოპ რიგებში მოხვდა არაპრემიუმ კლასის ბრენდი. კიას ლიდერობა განპირობებულია თავის სეგმენტში  სპორტიჯისა და სოულის საუკეთესო მაჩვენებლებით, ასევე რიოს, სერატოსა და სორენტოს თავიანთ კატეგორიაში ტოპ 3–ში დასახელებით.  

„მთელ ავტოინდუსტრიაში ხარისხის მახასიათებლით პირველი ადგილის მოპოვება -  ეს არის შედეგი, რომელსაც კია ათწლეულებზე მეტხანს ელოდა. ჩვენ მიზანს უწყვეტი პროგრესირებით, ოსტატობაზე აქცენტის გაკეთებითა და მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინების შედეგად მივაღწიეთ. როგორც უმაღლესი რეიტინგის მქონე ბრენდი ინდუსტრიაში, ორი აზრიც არ არსებობს, რომ კია მსოფლიო დონის ავტომწარმოებელია.“ - განაცხადა Michael Sprague-მა, კია მოტორს ამერიკის მთავარმა ოპერაციულმა მენეჯერმა. 

 კია მოტორს ამერიკის გაყიდვები ბოლო 4 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა (წელიწადში 600,000 ერთეულს აღემატება), ისევე როგორც ბრენდის წარმატება J.D. Power-ის ხარისხის კვლევაში, რომლის  2013 წლის შედეგების მიხედვითაც კია შევიდა ტოპ 10–ეულში, 2015 წელს კი ბრენდი გავიდა მეორე ადგილზე ავტოინდუსტრიაში და პირველი იყო არა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებლებს შორის.  

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2019
ივნისი 2019
ივნისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.7871
EUR3.1229
GBP3.5084
RUB4.3536
თბილისი 19°-32°
ქუთაისი 20°-34°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia