www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:04 08.12.2016
ხრიკები და რჩევები Facebook-ზე, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
Facebook-ს ყოველდღიურად მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. სოციალური ქსელზე მიჯაჭვულობა თანამედროვეობის აქტუალური პრობლემა გახდა. „ბიზნესინსაიდერი“ გთავაზობთ რჩევებსა და ხრიკებს, რომლებიც თქვენთვის Facebook-ის გამოყენებას უფრო მოხერხებულსა და სასარგებლოს გახდის.

• Activity Log სოციალურ ქსელში თქვენს ყველა აქტივობას ინახავს. მასში ნავიგაცია მარტივია როგორც ვებგვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ასე რომ, თუ თქვენი ძველი აქტივობის ნახვა გინდათ, მიმართეთ Activity Log-ს.

• აირჩიეთ გვერდები და ადამიანები, რომელთა პოსტების ნახვაც ყოველთვის გსურთ. მობილური აპლიკაციაში მათი არჩევის ინსტრუქცია შემდეგია: More:Settings:News Feed Preferences. არჩეული ადამიანები და გვერდები პატარა ლურჯი ვარსკვლავით იქნება აღნიშნული.

• Facebook-ს აქვს სასურველი პოსტის შენახვის ფუნქცია. მონიშნული ლინკები, ვიდეოები, ფოტოები და სხვა მასალა სოციალური ქსელის მობილური აპლიკაციის განყოფილებაში ”More” შეინახება.

• უთხარით ხალხს, როგორ უნდა წარმოთქვან თქვენი სახელი სწორად. მისი მითითება თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავების დროს შეგიძლიათ. ვებგვერდზე ნახეთ განყოფილება "About" და ქვეგანყოფილება "Details About You". სწორედ აქ შეგიძლიათ მიუთითოთ, თუ როგორ წარმოითქმება თქვენი სახელი.

• შეამოწმეთ როგორ გამოიყურება თქვენი პროფილი მათთვის, ვინც თქვენი მეგობარი არაა. ამისთვის თქვენს ვებგვერდზე უნდა მოძებნოთ განყოფილება, რომელიც სამი წერტილით არის აღნიშნული (...). ის Activity Log-ის გვერდითაა. სწორედ მასშია ქვეგანყოფილება "View as...", რომელიც სხვისი თვალით დაგანახებთ საკუთარ პროფილს.

• შეგიძლიათ მოძებნოთ, სადმე თქვენი პროფილი ხომ არ დაგრჩათ ჩართული და დისტანციურად გამორთოთ. მისი ინსტრუქცია შემდეგნაირია: More: Settings:Account Settings:Security:Where You're Logged In. X-ზე დაწკაპუნებით თქვენ ყველა მოწყობილობაში გამორთავთ თქვენს სოციალურ ქსელს.

• მიიღეთ სიგნალი ყოველთვის, როცა თქვენი პროფილი ახალ მოწყობილობაზე გააქტიურდება. Facebook-ში ავტორიზაციაზე დასტურის ფუნქცია შეგიძლიათ გაააქტიუროთ როგორც საიტზე, ასევ მობილურ აპლიკაციაში. Security Settings-ში უნდა მიუთოთ, როგორ გინდათ ინფორმაციის მიღება - თავად Facebook-ის თუ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

• თუ ნოთიფიქეიშენების დიდმა რაოდენობამ შეგაწუხათ, შეგიძლიათ დაარეგულიროთ, თუ როგორი შეტყობინებების მიღება გინდათ.

• ემშვიდობებით Facebook-ს? ჩამოტვირთეთ თქვენი პროფილის სრული მონაცემები და შეინახეთ ის.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
მადონა ბერიძე2019-07-16 13:40:34
მჭირდება სესხი როგორ სჰევავსო განაცხადი.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.3332
EUR3.8812
GBP4.2365
RUB4.2875
თბილისი 15°-26°
ქუთაისი 19°-30°
ბათუმი 21°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia