www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:12 27.10.2014
ალასანიას ცოლის წერილი პრემიერისა და პრეზიდენტის ცოლებს
people.ge

თავდაცვის მინისტრის მეუღლე საქართველოში უმაღლესი სტანდარტის ხელოვნების სკოლის დაარსების ინიციატივით გამოდის. ფანჯიკიძე სოციალური ქსელისმეშვეობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მეუღლეებს მიმართავს, რომ მის ინიციატივას პატრონაჟი გაუწიონ .

„არიქა!!! (ანუ სოს!)

ირაკლის აზერბაიჯანელი მეგობრები საუბარს ხშირად იწყებენ "ჩვენ ნავთობი გვაქვს" და ამაყად გადმოგვხედავენ ხოლმე, ჩვენ უქონელებს.. სამაგიეროდ ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სპექტაკლი პირველად რუსთაველის თეატრში ნახეს და რომ მშობლებმა სპეციალურად ამისთვის ჩამოიყვანეს თბილისში. ჩვენს კულტურულ უპირატესობას სსრკ-ში ყველა აღიარებდა და ინერციით მათი ეს მახსოვრობა ჯერ კიდევ გვშველის, მაგრამ დიდხანს ვეღარ დაგვეხმარება ძველი დიდების ნაშთი.

ხომ ყველას გვინდა უკეთესი განათლების სისტემა, ყველას გაგვიხარდება რეგიონში რაიმე ნიშნით გამორჩეული ინსტიტუტის ქონა, ხომ განვიცდით, რომ ჩვენივე წარმატებული ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა თვალით არ გვაქვს ნანახი? ხო ძალიან მაგარი იქნება და ამ მთავრობასაც ხომ გატანილ ოქროს გოლად ჩაეთვლება ინტერნაციონალური, უმაღლესი სტანდარტის ხელოვნების სკოლა რომ დაარსდეს საქართველოში?

ძალიან მინდა ეს წერილი პირადად მივწერო მაკა ჩიჩუას, რომელიც თვითონაც მხატვარია, ნუნუკა თამაზაშვილს, რომ იქნებ პატრონაჟი გაუწიონ ამ თემას და ამხელა საქმეს დაერქვას მათი სახელი, მართლა საშვილიშვილო საჩუქარი რომ იქნება ქვეყნისთვის.

ჯერჯერობით პირად წერილზე თავი შევიკავე, რადგან გია ეძგვერაძის განწყობაა - "არაფერი აღარ მინდა". გულნატკენია და ამ მომენტში თვლის, რომ ის აქ არავის არ სჭირდება. ვისაც მისი ლექციები მოუსმენია, იცის, რამხელა ჰორიზონტის გახსნა შეუძლია სტუდენტებისთვის, ასევე, რამდენი მისი ნასტუდენტარია ხელოვნების დიდ ასპარეზზე გასული და წარმატებული. სურვილის შემთხვევაში, გიას შეეძლო მობილიზება გაეკეთებინა არა მხოლოდ იდეების, ადამიანური რესურსისაც - ქართველ და არაქართველ მის წარმატებულ კოლეგებზე დაყრდნობით რაღაც მხეცობა შეიძლება შეიქმნას და მთელი რეგიონის და არამარტო რეგიონის სტუდენტებს მოუწევდეთ აქეთ გული. ევროპელს ფასიც მომხიბლავად მოეჩვენებოდა, აქ უფრო დაბალანსებული იქნებოდა, სწავლება კი უმაღლესი ხარისხის.

გიას მეც რაღაც ვაწყენინე გუშინ და ამას ვდარდობ, მაგრამ ამას თვითონ მივხედავ.

თქვენ იქნებ მომეხმაროთ, რომ ავანთოთ ამ საქმისთვის და გია თუ ავანთეთ, მერე მე ნუნუკასაც და მაკასაც, დაწვრილებით მივწერ და ვთხოვ ამ საქმეში ენერგიის ჩადებას. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათი დიდი სურვილიცაა.

ლაიქი არ დაინანოთ, თუ მეთანხებით ფრენდნო და ჯამაათნო, რომ გვჭირდება გია და გვინდა უძალიანმაგრესი სკოლა, არა შეკეთებული ძველი, არამედ უახლესი და უგადარეულესი“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9735
EUR3.2917
GBP3.8465
RUB4.6667
თბილისი 3°-13°
ქუთაისი 7°-17°
ბათუმი 9°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia