www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:11 11.02.2016
7 რამ, რაც მამაკაცებს ქალში ყველაზე მეტად აღიზიანებთ
eva.ge

გსურთ, იყოთ კარგი პარტნიორი და საყვარელ მამაკაცს სხვისკენ თვალი არ გაექცეს? ამისათვის საჭიროა ბევრი ნიუანსის გათვალისწინება, ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და თქვენს პარტნიორსაც რასაკვირველია აქვს ისეთი მოთხოვნები და სურვილები რომლებიც თავად უნდა გამოიცნოთ, თუმცა არსებობს რაღაცეები რაც ყველა მამაკაცს ერთნაირად აღიზიანებს და არ მოსწონს ქალში, გთავაზობთ 7 ასეთ ფაქტორს. წაიკითხეთ, გაიაზრეთ და სასურველია, რომ გაითვალისწინოთ.

როდესაც განიხილავთ თქვენს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან

არა აქვს მნიშვნელობა ამას მისი თანდასწრებით გააკეთებთ თუ ზურს უკან, მას არ მოსწონს როდესაც დაქალებთან ან დედასთან წუწუნებთ იმ პრობლემებზე რომლებიც მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ნაკლებად საჯარო იქნება თქვენი პირადი ცხოვრება მით უფრო უკეთესად წარიმართება ის, ხოდა თუ თქვენი პარტნიორის ხათრით ვერ ახერხებთ დაქალებისთვის ყველაფრის მოყოლისგან თავის შეკავებას მაშინ ამ ფაქტის გამო მაინც დააჭირეთ ენას კბილი.

ქარაფშუტული დამოკიდებულება ფულის მიმართ

მამაკაცებს მოსწონთ საყვარელი ქალისთვის საჩუქრების კეთება, რესტორანში დაპატიჟება და ზოგადად მათზე ფულის ხარჯვა, თუმცა როდესაც ქალი მიდის და ყიდულობს „ძალიან საყვარელ ჩანთას“ ახალი კოლექციიდან, რომელიც ფასდაკლების აქციაში მოხვდა, იმის ნაცვლად რომ გადაიხადოს საკრედიტო დავალიანება, ამ ფაქტს მამაკაცი აღიქვამს არა როგორც ქალურ სისუსტეს არამედ როგორც სიბრიყვეს.

მოუვლელი გარეგნობა

მამაკაცებს მოსწონთ როდესაც ქალი გამუდმებით უვლის თავს, გამოიყურება თვალისმომჭრელად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს სპეციალურად მათთვის კეთდება. გაიპრანჭეთ, იყავით სექსუალური და ლამაზი, ოღონდ ფრთხილად ზედმეტი არ მოგივიდეთ და ნუ აფიქრებინებთ მამაკაცს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისკენ არაა მიმართული, რადგან თუ გაუჩნდა ეჭვი რომ სხვების მოხიბვლასაც ცდილობთ ეს დამატებით პრობლემებს შეგიქმნით.

მეგობრობა ყოფილთან

დავუშვათ მამაკაცისა და ქალის მეგობრობა შესაძლებელია, მაინც არ გიღირთ ყოფილ შეყვარებულთან ამის გამოცდა. არ არსებობს „ჩვენ შევძელით მეგობრებად დარჩენა“ და ვინც ამას იტყვის ის უბრალოდ თავს იტყუებს. თქვენმა შეყვარებულმა ეს იცის და შესაბამისად ლოგიკურია არ მოსწონდეს თქვენი და თქვენი ყოფილის მეგობრობა. წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას, თქვენ აიტანდით თქვენი მამაკაცისა და მისი ძველი სიყვარულის მეგობრობას? წარსული წარსულში უნდა დატოვოთ, ეს აქსიომაა.

გაბუტვა მისთვის უცნობი მიზეზით და უმიზეზოდ

გაიგეთ ბოლოს და ბოლოს მამაკაცებს არ აქვთ ტელეპატიური უნარები, არ ესმით „ნამიოკები“ ისინი ვერ იგებენ თქვენი ემოციების მიხედვით თქვენს ფიქრებს და კარგი იქნება თუ ლაპარაკს ისწავლით. ცრემლები ახსნა-განმარტების გარეშე მას აბნევს. გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცებს არ უყვართ გაურკვევლობა, ამიტომ ეცადეთ თქვენი ფიქრები და გრძნობები სიტყვებით გადმოსცეთ რადგან სხვაგვარად ისინი ვერაფერს იგებენ.

ქრონიკული დაგვიანებები და კატასტროფულად ხანგრძლივი მზადების პროცესი 

5 წუთით დაგვიანება ეს სასოამოვნოც კია, მაგრამ არ ღირს ალოდინოთ ის დიდხანს. მამაკაცისთვის ასევე გამარიზიანებელია როდესაც ერთად სადმე მიდიხართ და თქვენ მომზადებას ძალიან დიდ დროს ანდომებთ.

ტოტალური კონტროლი

ეს ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. მამაკაცებს სძულთ დაკითხვები ეჭვიანობის ნიადაგზე, მისი ტელეფონის, სოციალური ქსელის გვერდის, მესიჯებისა და ტელეფონის შემოწმება. ნუ ეცდებით საყვარელი მამაკაცის კონტროლს, ამით თქვენ ურთიერთობას უსიამოვნო რეჟიმში გადაიყვანთ და ნელ-ნელა დაკარგავთ იმ ყველაფერს რაც ასე ძვირფასია თქვენთვის

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-23°
ქუთაისი 12°-29°
ბათუმი 16°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia