www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
02:03 14.04.2016
რატომ იტყუებიან კაცები? 7 მოულოდნელი ახსნა
ბომონდი

ვერც ერთი ქალი ვერ დაიტრაბახებს, რომ მამაკაცს არასდროს მოუტყუებია.

 

კაცები ყველაზე ხშირად საკუთარი თავის შესახებ ცრუობენ, ცდილობენ მინუსებიც კი პლუსებად წარმოაჩინონ. ასევე - ქალების შეკითხვებისგან თავს იცავენ. ხანდახან ისინი გაუცნობიერებლადაც კი იტყუებიან, იმიტომ რომ სიცრუე ჩვევად ექცათ. ფსიქოლოგები გვპასუხობენ შეკითხვაზე: რატომ იტყუებიან კაცები? 

1. კაცები უმიზნოდ იტყუებიან

უმეტესწილად კაცი თავადაც ვერ ხსნის რატომ მოგატყუათ. ბევრ სიტუაციაში სიმართლის თქმა არც თუ ისე უხეირო იქნებოდა. ქალური ინტუიცია ტყუილის ამოცნობაში გვეხმარება, ამიტომ ხშირად ვრჩებით შეურაცხყოფილები. კაცს ერთადერთი გასასამართლებელი საბუთი აქვს: "ვლაპარაკობ იმას, რაც სასიამოვნოდ მოსასმენია. განა ეს ცუდია?"

2. კაცები ტყუილით თავიდან იშორებენ კონფლიქტებს

მამაკაცს ზოგადად მოსწონს, რომ სულ მართალია. მაშინაც კი თუ აცნობიერებს რომ შეცდა, ცდილობს თავისი "სიმართლე" დაამტკიცოს. ქალთან მიმართებაში ყველაფერი იცვლება. იმისთვის რომ ქალთან კონფლიქტურ სიტუაციას გაექცეს, ის ნებისმიერი ტყუილისთვისაა მზად.

3. კაცები იტყუებიან, იმიტომ რომ ეშინიათ...

კაცებს ცვლილებების ეშინიათ. როდესაც რაღაცას კარგავენ, მაგალითად სამსახურს, თავს ტყუილით იმართლებენ. ცრუობენ, იმიტომ რომ თქვენს თვალში უფრო ძლიერები გამოჩნდნენ.

4. კაცები იტყუებიან, იმიტომ რომ თავისი მიღწევები გააზვიადონ

ის დიდი ალბათობით გიყვებათ, რომ ბევრი საყვარელი ჰყავდა... ან გარწმუნებთ, რომ სკოლაში/უნივერსიტეტში არავინ სწავლობდა მასზე უკეთესად. ხშირ შემთხვევაში მსგავსი ფრაზები არ უნდა განიხილოთ როგორც ტყუილი, არასრულფასოვნების კომპლექსად ჩაუთვალეთ.

5. კაცები იტყუებიან იმიტომ, რომ ქალს გული არ ატკინონ

ეს ტყუილი შეიძლება ქალის გარეგნობას ან მათ სექსუალურ ცხოვრებას ეხებოდეს. მამაკაცები ტყუილუბრალოდ არასდროს აკრიტიკებენ საყვარელ ქალს. ხანდახან პირიქით, აქებენ მაშინ როცა სინამდვილეში შენიშვნის მიცემა სჯობს.

6. კაცები იტყუებიან, როცა სიმართლე დისკომფორტს უქმნით

კაცს დისკომფორტს უქმნის სიმართლე, რომელმაც შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობა დაუნგრიოს. ეს ხშირად ეხება ფლირტს, ღალატს და სხვა ქალებთან მეგობრობას. კაცები თვლიან რომ ქალმა ამის შესახებ არაფერი არ უნდა იცოდეს.

7. კაცები იტყუებიან იმიტომ, რომ თავის გამართლება არ მოუწიოთ

"სად ბრძანდებოდი? მანდ რას აკეთებდი? ვისთან ერთად იყავი?" - ქალის ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს. კაცს პასუხების გაცემა ეზარება ან არ სურს, ამიტომ გატყუებთ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD3.1172
EUR3.4626
GBP3.8613
RUB4.4772
თბილისი 15°-29°
ქუთაისი 15°-28°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia