www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:57 14.04.2016
ნახეთ რას წერს შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი - "არ შეიძლება ადამიანის ცხოვრების გაწირვა და დანგრევა, თუნდაც.."
შლვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე თეა აბაშიძე სოციალურ ქსელში შალვას ირგვლის განვითრებულ მოვლენებს წერილით ეხმაურება: 

„შალვა რამიშვილი ჩემი შვილების მამაა და ნებისმიერი თემა, რომელიც ბავშვების ფსიქიკას ოდნავ მაინც მიაყენებს ზიანს, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი გამოვეხმაურო ამ მორიგ სკანდალს, ჩემს ყოფილ ქმართან დაკავშირებით. 

ჩვენ 14 წელი ვიცხოვრეთ ერთად, გვყავს სამი შვილი და უამრავი მოგონება გვაკავშირებს, კარგიც და ცუდიც. ეს გამოცდილება მაძლევს უფლებას ვიფიქრო, რომ მე ყველაზე უკეთ ვიცნობ ამ ადამიანს. ადამიანს, რომელიც გამორჩეულად ნიჭიერი, უსაზღვროდ შრომისმოყვარე და თავისი საქმის პროფესიონალია. მაგრამ ამასთან ერთად არის ეგოცენტრული და ზოგჯერ მერკანტილურიც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იოლად დავაბრალოთ ნებისმიერი რამ. 

ეს დღეები უამრავი ადამიანი ლანძღავს შალვას და წინასწარ გამოაქვს დასკვნები, თუმცაღა ყოველ მათგანს ავიწყდება, რომ სანამ სასამართლო არ იტყვის, რომ დანაშაული მოხდა, მანამდე ადამიანი უდანაშაულოა. არ ფიქრობენ იმასაც, რომ შესაძლოა ამას შვილები და ოჯახის წევრებიც კითხულობენ და ითრგუნებიან. 

ასევე არასწორად მიმაჩნია, რომ შალვას მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებში მორალური მომენტი ასე ინტენსიური და დომინანტურია. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მოწონდეს ვინც უნდა და რამდენი ადამიანიც უნდა, თუ კანონს არ დაარღვევს. არ მგონია, მხოლოდ იმიტომ უნდა ვთელავდეთ ადამიანს, რომ ჩვენ არ გვგავს, რომ ვიღაც თუნდაც ცოლს ღალატობს ან ქმარს, ეს ყველაფერი ადამიანის პირადი ცხოვრებაა და არავის აქვს უფლება ასწავლოს სხვას როგორ უნდა იცხოვროს. ვფიქრობ, ამაზე მეტი უნდა ვიფიქროთ, მითუმეტეს ახლა, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ამაზრზენი ბუმია ქვეყანაში. უნდა ვხედავდეთ, რომ არ შეიძლება ადამიანის ცხოვრების გაწირვა და დანგრევა, თუნდაც სრულიად არ გვესიმპატიურებოდეს ის. ადამიანის პირადი ცხოვრება და მისი ხელშეუხებლობა არის საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება. 

ამ ყველაფრის დაწერა იმიტომ არ გადავწყვიტე, რომ შალვა დავიცვა, მე მასთან აღარაფერი მაკავშირებს. მინდა უბრალოდ ვთქვა ის სიმართლე, რომელიც ჩემთვისაა ცნობილი და რაც ჩემს შვილებსაც ვუთხარი: ქალზე ძალადობა ყოველთვის სისუსტედ მიაჩნდა შალვას და ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე ის არასოდეს ყოფილა მოძალადე. ისევე როგორც არ არის გამომძალველი, თუმცა ამ ბრალდებით ოთხი წელი გაატარა ციხეში. 

ის უბრალოდ მსხვერპლია საკუთარი ოდიოზური იმიჯის, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს. ეს არის მთელი მისი პრობლემაც და მისი სიმდიდრეც“- წერს თეა აბაშმაძე.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-25°
ქუთაისი 13°-25°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia