www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:36 03.05.2016
რა გელით სიყვარულში 2016 წელს - გამაოგნებლად ზუსტი პროგნოზი
გაგიკვირდებათ და ნუმეროლოგიური პრინციპები, არამხოლოდ ადამიანის ბედზე, მის სასიყვარულო ურთიერთობაზეც ვრცელდება. ასე მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გიწინასწარმეტყველოთ ის თუ რა გელით კონკრეტულად სასიყვარულო ურთიერთბაში 2016 წელს. საამისოდ პირველ რიგში უნდა გამოთვალოთ ბედის ციფრი. მისი გამოთვლის მაგალითი კი შემდეგია : ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.

ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება – 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9

ამის შემდგომ მიღებულ ერთნიშნა ციფრს დაუმატეთ ციფრი 9, რომელიც 2016 წლის ჯამური ციფრია. იმ შემთხვევაში თუ ორნიშნა ციფრი მიიღეთ დაიყვანეთ ერთნიშნამდე და შესაბამისი პასუხი იხილეთ ქვემოთ მოყვანილ სტატიაში. 

ციფრი 1- მაისის თვეში მოულოდნელი ნაცნობობა გელით. თუმცა უკვე ივნისის ბოლოს თქვენს ურთიერთობაში მესამე ჩაერევა და საკმაოდ დიდ თავისტკივილს გაგიჩენთ ამით. ყველაფერი სექტემბერში გაირკვევა. 

ციფრი 2 - შესაძლებელია არც არაფერს ელით უკვე რომანტიულ ფრონტზე, თუმცა ყურების ჩამოყრა ნამდვილად ადრეა, იმიტომ რომ მაისის შუა პერიოდში ბედი საკმაოდ საინტერესო და არაორდინალურ ნაცნობობას გპირდებათ. ეს შეიძლება სავსებით ბანალურად დაწყებული ნაცნობობა იყოს, რომელიც მეგობრობიდან დიდ სიყვარულში გადაიზრდება. 

ციფრი 3 - წლის მანძილზე თავს მსუბუქი რომანებით გაირთობთ. ივნისის ბოლოს შესაძლებელია მხურვალე სასიყვარულო ინტრიგაში გაეხვეთ, რომელიც აგვისტომდე გასტანს მაგრამ არასოდეს დაგავიწყდებათ. 

ციფრი 4 - ზამთარში შესაძლოა „ყოფილებმა“ შეგახსენეს თავი, ამიტომ მათთან ურთიერთობის გარკვევა აპრილის ბოლომდე არ დასრულებულა. თუმცა იცოდეთ რომ წინ ახალი სიყვარული გელით, რომელიც აგვისტოში თავბრუდამხვევ რომანში გადაიზრდება. სექტემბერში კი შესაძლოა სულაც ოჯახის შექმნით დასრულდეს. 

ციფრი 5 - თუკი თქვენ წლის დასაწყისში უკვე ჩამოყალიბდით ვისთან გინდათ გაატაროთ ცხოვრება და როგორი ტიპის ადამიანი გჭირდებათ გვერდით, ივლისის შუა რიცხვებში შესაძლოა ოცნების პარტნიორთან მართლაც მოხდეს თქვენი შეხვედრა. ყოველ შემთხვევაში ბედი ამ ზაფხულს არაერთ სიურპრიზს მოგიმზადებთ. 

ციფრი 6- დიდი ალბათობით თებერვლის თვიდან მოყოლებული თქვენს ცხოვრებაში ინტერესის ობიექტი უკვე არსებობს. თუმცა იცოდეთ, რომ ეს კარგი მანიპულატორული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანია და გეთამაშებათ. ამ ყველაფრისგან თავის გათავისუფლებას მაისის თვეში მოახერხებთ, როცა თავად აიღებთ კონტროლს სიტუაციაზე. ამის შემდეგ შესაძლოა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს და თქვენი პარტნიორი, იქეთ გახდეს თქვენზე დამოკიდებული. 

ციფრი 7 - ალბათ წლის დასაწყისში სერიოზულად დაფიქრდით იმაზე, რომ ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული ხართ საპირისპირო სქესის მიმართ. ცოტა შიშიც ხომ არ შეგეპარათ გულში იმის თაობაზე რომ ასეთი მიდგომით საერთოდაც მარტო დარჩებით? ნუ ნერვიულობთ თქვენ იმსახურებთ საუკეთესოს და ეს საუკეთესო თქვენს ცხოვრებაში ივნისის ბოლოდან გამოჩნდება. თუმცა სექტემბერში ისევ შემოგიტევთ ეჭვის ჭია და სასურველია ამ ეჭვებს ახლადდაწყებული ურთიერთობები არ გადააყოლოთ. 

ციფრი 8 - ზამთრის პერიოდიდადნ მოყოლებული დიდი ალბათობით ცდილობთ იმას, რომ გაურკვეველი ურთიერთობებიდან დაიხსნათ თავი. ამ ყველაფრის შანსი უკვე ივნისის მეორე ნახევარში მოგეცემათ, როცა თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი ვისთანაც ემოციები ორმხრივი და ძლიერი იქნება. სექტემბერი ზღაპრულ ემოციებს გპირდებათ. 

ციფრი 9 - სავარაუდოდ ამ ზამთარს თქვენს ცხოვრებაში არაერთი ალბათობა იყო მხრუვალე რომანის გაჩაღების. მაისში შესაძლებელია მსუბუქ ფლირტს აყვეთ, თუმცა იყავით ფრთხილად პარტნიორი საკმაოდ არაპროგნოზირებადი და რთული ხასიათის აღმოჩნდება ამ მხრივ. თუკი ემოციებს მაქსიმალურად გააკონტროლებთ და ამაო შეხვედრებზე დროს არ დახარჯავთ აგვისტოს ბოლოს დიდი შანსი გაქვთ რომ პერსპექტიულ და ხანგრძლივ ურთიერთობას ჩაუყაროთ საფუძველი. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-26°
ქუთაისი 13°-23°
ბათუმი 16°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia