www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:22 09.05.2016
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცები არიან ჩემპიონები სექსში
ნებისმიერი მამაკაცისთვის ერთობ "მტკივნეული" საკითხია ის თუ რამდენად ახერხებს ეს უკანასკნელი სექსუალურად საკუთარი პარტნიორის ბოლომდე დაკმაყოფილებას. ცნობილი ფაქტია ასევე ისიც, რომ ყველაზე მეტს სასიყვარულო ისტორიებითა და პარტნიორების სიმრავლით სექსში არცთუ მაინცდამაინც "ჩემპიონი" მამრები ტრაბახობენ. დღეს ზუსტად ამ თემაზე გვექნება საუბარი... მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშანი წარმოშობს ისეთ კაცებს, ვისთან სექსიც ქალს ცხოვრებაში არასოდეს დაავიწყდება. აქვე იმასაც გეტყვით, სტატიის წაკითხვის შემდგომ, თქვენი ვარაუდი იმის შესახებ, რომ როგორც ყოველთვის ამჯერადაც საუბარი მორიელების სუპერსექსუალურობაზე ან კირჩხიბების ფრიგიდულობაზე გვექნება საპნის ბუშტივით შეიძლება გასკდეს. 

ამერიკულმა ონლაინ გამოცემამ - ladys.com ჩაატარა მანდილოსნებს შორის ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი გამოკითხვა, რომლის შედეგებითაც გაირკვა საინტერესო ვარაუდები იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს მიიჩნევენ ქალები საწოლში მოსაწყენად, არასტაბილურად, კრეატიულად და ღვთაებრივად:

მოკლედ ასე... 

გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის მოყვარულად ქალებმა ქალწულები, მშვილდოსნები, მერწყულები, ვერძები და თევზები დაასახელეს. ამასთან ერთად, ყველაზე "კრეატიულად" ამ მხრივ ვერძი იქნა მიჩნეული

ყველაზე ნაზი და ქალისთვის მაქსიმალური სიამოვნების მინიჭებაზე ორიენტირებული პარტნიორების სიაში მოხვდნენ - კირჩხიბები და ტყუპი. ამასთან, კირჩხიბებს ბრალი გადამეტებულ რომანტიზმშიც დასდეს. 

ყველაზე დიდი ეგოისტის ტიტული სექსში - ლომისა და თხის რქის ნიშით დაბადებულ მამაკაცებს ერგოთ. როგორც გამოკითხული ქალების უმეტესობა ამტკიცებს, ამგვარი მამაკაცები პირველ რიგში საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ და ნაკლებად არიან ორიენტირებული იმაზე, რომ პარტნიორსაც მიანიჭონ ანალოგიური სიამოვნება. 

ყველაზე მოსაწყენ პარტნიორად ქალების დიდმა ნაწილმა ქალწულისა და სასწორის ნიშნით დაბადებული მამაკაცი დაასახელა პირადი პრაქტიკიდან. უფრო მეტიც, გამოკითხული რესპონდენტების ნაწილმა ისიც აღნიშნა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცთან საწოლში აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ მოდური ჟურნალები წასაკითხად. 

სექსში ყველაზე უხეში, ხისტი კაცების სიაში მოხვდნენ - ვერძები, ლომები, მორიელები, თხის რქები. ამასთან ერთად, ქალების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ მორიელის მხრიდან მსგავსი ქმედება, როგორც წესი, პირიქით აძლიერებს სიამოვნებას, მაშინ როცა მხოლოდ მიღებაზე ორიენტირებული თხის რქა ხშირად აუტანელი ხდება ქალისთვის ინტიმური ურთიერთობების ხანგრძლივი ვადით გაგრძელების კუთხით. 

მოკლევადიანი კავშირისთვის ე.წ. "ჯანსაღი სექსის" მიზნით ურთიერთობის გასაბმელად ქალებმა ტყუპი, ვერძი და მშვილდოსანი შეარჩიეს. როგორც აღმოჩნდა, მათთან ყველაზე კარგად მუშაობს "ერთი ღამის თავგადასავლის" პრინციპი. 

დაბოლოს, გამარჯვებულის პალმის რტო გადაეცა მამაკაცს, რომელიც გამოკითხული ქალების უმრავლესობამ, ანუ 76% პროცენტმა საწოლში ღვთაებრივ, დაუვიწყარ და ყველაზე ტემპერამენტიან პარტნიორად აღიარა - ეს გახლავთ კურო! სულ რაღაც 6 პროცენტით ჩამორჩებიან მათ მორიელები. თუმცა კუროსთან სექსი რესპონდენტების ძირითადმა ნაწილმა საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო სექსუალურ კავშირად მიიჩნია. 

გამოკითხვაში დაახლოებით 9000 ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. მათი ასაკობრივი კატეგორია კი 22- 39 წლის მაჩვენებლით განისაზღვრა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-25°
ქუთაისი 13°-25°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia