www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:28 06.09.2016
ვის უმზადებს შემოდგომა დაუვიწყარ სასიყვარულო რომანებს - სექტემბრის პროგნოზი
ადამიანების ცხოვრებაში, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ტიპის მოვლენები ხდება აქტუალური. ასტროლოგები ამის მიზეზად, პლანეტების მოძრაობას თვლიან ცაზე, რომელთა გადაადგილებაც ერთი ნიშნიდან მეორე ნიშანში იწვევს კიდეც ჩვენს ცხოვრებაში თუ ნეგატიურ, თუ პოზიტიურ სახეცვლილებებს. ალბათ არ მოიძებნება ამ ქვეყანაზე ადამიანი, ვინც არ ოცნებობს დიდ სიყვარულზე. თუმცა, ამის შესაძლებლობა ხშირად და მით უმეტეს ყველას როდი ეძლევა. თუმცა, თუკი გულით გვჯერა და ველოდებით, მერწმუნეთ, თქვენს კარზეც მოაკაკუნებს ერთ დღეს ანცი ბიჭუნა სახელად კუპიდონი. მანამდე კი იმას გეტყვით, ვის შეიძლება გაუმართლოს სექტემბრის თვეში სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით... 

თუკი ასტროლოგიურ გათვლებს და პლანეტარულ კომბინაციებს გადავავლებთ თვალს, შეიძლება ითქვას, რომ სექტემბრის თვის ფავორიტებად ქალწულები ითვლებიან ისევ. მართალია, პლანეტა ვენერამ მათი ზოდიაქოს ნიშნიდან უკვე სხვაგან გადაინაცვლა, მაგრამ მზე და იუპიტერი (დიდი სიხარულის პლანეტა), ჯერაც ქალწულის ნიშანში განაგრძობენ მოძრაობას. შესაბამისად, ქალწულის ნიშნით დაბადებულებისთვის საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია პირად ურთიერთობებში წინსვლისა და წარმატებისთვის. მეტსაც გეტყვით, ბევრ მათგანს ამ თვეში დაოჯახების შანსიც მიეცემა, რაც ქალწულებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ. 

სექტემბრის თვე "ტკბილი" იქნება სასწორებისთვისაც. მით უმეტეს, რომ მოყოლებული აგვისტოს მეორე ნახევრიდან მათთვის ცოტა რთული პერიოდი იდგა ემოციური კუთხით. თუმცა, სულ მალე ყველა სირთულე წარსულს ჩაბარდება და შეიძლება თამამად ითქვას, რომ სასწორის ნიშნით დაბადებული ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დაიწყება არამხოლოდ აქტიური პერიოდი პირადი ურთიერთობების კუთხით, არამედ პროფესიული თუ პიროვნული პოპულარობის მოპოვების თვალსაზრისითაც. იმიტომ რომ, დიდი სიხარულის პლანეტა იუპიტერი ზუსტადაც რომ სასწორის ზოდიაქოს ნიშანში დაიდებს ბინას სექტემბრის შუა პერიოდიდან.

არანაკლებ წარმატებული შეიძლება იყოს სექტემბერი ტყუპისა და მერწყულებისთვისაც. ბევრ მათგანს ამ პერიოდში მიეცემა საშუალება ურთიერთობები დაარეგულიროს საკუთარ პარტნიორთან ან ახალი, საინტერესო და რაც მთავარია, პერსპექტიული ნაცნობობა გააჩაღოს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. 

კარგი იქნება სექტემბერი ვერძებისა და მშვილდოსნებისთვისაც. თუმცა, ამ თვეში ასტროლოგები ამ ორი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მეტი აქტიურობისა და თავდაჯერებულობისკენ მოუწოდებენ პირადი და სასიყვარულო კავშირების კუთხით. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9613
EUR3.2687
GBP3.7943
RUB4.6386
თბილისი 5°-18°
ქუთაისი 7°-25°
ბათუმი 13°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia